პუბლიკაციები

პოზიციის დოკუმენტი: მიგრანტი მშობლების ბავშვები საქართველოში

ეს დოკუმენტი, წარმოდგენილია ქართულად და ინგლისურად. ის განკუთვნილია პოლიტიკის შემმუშავებლებისთვის, განათლებისა და სოციალური სფეროს პროფესიონალებისთვის, მკვლევრებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მუშაობენ ბავშვთა უფლებების დაცვისა და ოჯახების მხარდაჭერის მიმართულებით. კივიტას გეორგიკამ მასში გააერთიანა ჩატარებული კვლევის მიგნებები და განხორციელებული პრაქტიკული გამოცდილება. ერთობლივი ანალიზი საშუალებას იძლევა უკეთ გამოიკვეთოს როგორც ბავშვების წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები, ისე ის მიდგომები, რომლებიც მომავალში შეიძლება იქცეს ეფექტიანი მხარდაჭერის მოდელად.

ვრცლად

მასწავლებლებისთვის: ემიგრანტი მშობლების ბავშვების მხარდაჭერისა და დაცვის პროტოკოლი

მასწავლებლები ყოველდღიურად ქმნიან ისეთ გარემოს, სადაც ბავშვებს შეუძლიათ არა მხოლოდ ცოდნის მიღება, არამედ საკუთარი ემოციების გაზიარება, მხარდაჭერის მიღება და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა. სწორედ ამიტომ, მათი როლი ემიგრანტი მშობლების შვილების ცხოვრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ხშირად გადამწყვეტიც კი ხდება. პროტოკილის მიზანია დაეხმაროს მასწავლებლებს გამოიყენონ ბავშვის საჭიროებებზე დაფუძნებული, სისტემური და პრაქტიკული მიდგომები, რომლებიც დაეხმარება მათ შესაბამისი მხარდაჭერის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

ვრცლად

პრაქტიკული სახელმძღვანელო ფსიქოლოგებისთვის: მიგრანტი მშობლების შვილების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა

ეს გზამკვლევი პირველი პრაქტიკული სახელმძღვანელოა ფსიქოლოგებისთვის. მისი მიზანია ახსნას მიგრანტი მშობლების შვილების ფსიქო-სოციალური სირთულეების კომპლექსური ბუნება ფუნდამენტურ და კვლევებზე დაფუძნებულ ფსიქოლოგიურ თეორიებზე დაყრდნობით და, ამავე დროს, სპეციალისტებს შესთავაზოს მიგრანტი მშობლების შვილების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის ჩარჩო.

  

ვრცლად

კვლევა: მიგრანტი მშობლების ბავშვების საჭიროებები

2025-2026 წელს ჩატარებული კვლევა აგრძელებს წინა კვლევებს და ეფუძნება ბავშვის უფლებებზე დამყარებულ მიდგომას დამ იზნად ისახავს ყურადღების გამახვილებას იმ საჭიროებებზე, რომლებიც დაკავშირებულია მიგრაციის შედეგად განცალკევებულ ბავშვებთან. კვლევა აჩვენებს, რომ მიგრანტი მშობლების შვილები ქმნიან სოციალურად „უხილავ ჯგუფს“, რომლის საჭიროებებიც არსებული ინსტიტუციური ჩარჩოების მიღმა რჩება და რომმხოლოდ ფინანსური დახმარება არ არის საკმარისი

ვრცლად

ეს მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო შექმნილია, რომ დაეხმაროს პედაგოგებს რასიზმის, ქსენოფობიისა და სიძულვილის ენის საკითხების განხილვაში სამოქალაქო განათლებისა და მონაწილეობითი სწავლების გზით. სახელმძღვანელო შეიქმნა საერთაშორისო ვიშეგრადის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ქართველი, პოლონელი, ჩეხი და სლოვაკი ექსპერტების მიერ. გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ცალკეულა ვტორებს და არ წარმოადგენს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის პოზიციას.

ვრცლად

ემიგრანტი მშობლების შვილების მხარდაჭერისა და დაცვის პროტოკოლი საბავშვო ბაღებისთვის

ამ პუბლიკაციის მიზანია დაეხმაროს საბავშვო ბაღის ადმინისტრაციასა და აღმზრდელებს, გამოიყენონ ბავშვის საჭიროებებზე დაფუძნებული, სისტემური და პრაქტიკული მიდგომები, რომლებიც მოიცავს ბავშვის მდგომარეობის დაკვირვებას, დროულ იდენტიფიცირებას, შესაბამისი მხარდაჭერის დაგეგმვასა და განხორციელებას. პროტოკოლი ხელს უწყობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ბავშვები განიცდიან ნაკლებ სტრესს, იღებენ საჭირო ემოციურ მხარდაჭერას და ინარჩუნებენ აქტიურ ჩართულობას ყოველდღიურ საქმიანობებში.

ვრცლად

კვლევა: შრომითი მიგრანტების სამშობლოში დარჩენილი ბავშვების საჭიროებები

საქართველოში არ გროვდება ემიგრანტი მშობლების სამშობლოში დარჩენილი ბავშვების რაოდენობისა და საჭიროებების შესახებ მონაცემები და ისინი უხილავნი არიან საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესში. პროექტის „ემიგრანტი მშობლების სამშობლოში მყოფი ბავშვებისა (LBC) და ოჯახების გაძლიერება საქართველოში“ პირველად განხორციელდა ფართომასშტაბიანი კვლევა. ანგარიშში  განხორციელებული კვლევის შედეგებია წარმოდგენილი.

ვრცლად

დემოკრატიული სკოლა ყველასთვის (კრებული), 2019 წ.

წარმოგიდგენთ პუბლიკაციას, რომელიც მომზადდა პროექტის ,,ისწავლე და გამოცადე აქტიური მოქალაქეობა -სკოლებისა და თემების დაკავშირება ‘’ ფარგლებში. პროექტი 2019 წელს, საქართველოს 8 საჯარო სკოლაში განხორცილედა და სხვადსხვა საქმიანობის ფარგლებში ოცდაათზე მეტი მასწავლებელი და 300-მდე მოსწავლე მოიცვა.

ალტერნატიული განათლების სკოლამდელი ცენტრები (კვლევა), 2013

ანგარიში მომზადდა სკოლამდელი განათლების ალტერნატიული ცენტრების ეფექტურობის დასადგენად. კვლევის მიზანია შეაფასოს, თუ რა გავლენას ახდენს ალტერნატიული სკოლამდელი აღზრდის ცენტრები ბავშვის განვითარების სხვადასხვა სფეროზე და სასკოლო მზაობაზე.

სასკოლო მზაობის პროგრამა "ბასკო", 2014

სასკოლო მზაობის პროგრამა “ბასკო“ (ბაღიდან სკოლამდე) შეიქმნა პოლონურ-ქართული პროექტისფარგლებში სპეციალურად სასკოლო მზაობის ჯგუფებისთვის. მართალია, ის განკუთვნილია 5-6 წლის ბავშვებისათვის მაგრამ მისი გამოყენება (მესამე ნაწილის გარეშე), შესაძლებელია ნებისმიერ სკოლამდელ დაწესებულებაში, ყველა ასაკობრივ ჯგუფში. იმედს ვიტოვებთ, რომ პროგრამა ბასკო საინტერესო და სასარგებლო იქნება არა მხოლოდ სასკოლო მზაობის ჯგუფების მასწავლებლებისათვის, არამედ სკოლამდელი დაწესებულებების გაცილებით ფართო წრისათვის.

ბასკოს პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებს, 2015

„ბასკოს პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებს“ წარმოადგენს ერთგვარ დამატებას პროგრამა ბასკოსთვის, თუმცა მასში მოცემული მასალა საინტერესო იქნება ნებისმიერი მასწავლებლისთვის, რომელიც მუშაობს 5-6 წლის ბავშვების ჯგუფთან. ეს გახლავთ პრაქტიკული საკითხების ნაწილი, რომელიც ერთვის პროგრამა „ბასკოს“. მიგვაჩნია, რომ ასეთი დამატებითი მასალა ძალზე სასარგებლო იქნებაა მასწავლებლებისათვის და გაუადვილებს მათ მუშაობას.

ვითამაშოთ ერთად, თამაშები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, 2016

თამაში არის სკოლამდელი ასაკის ბავშვის ქცევის ძირითადი ფორმა. თამაში საშუალებას აძლევსბავშვს ისწავლოს, შეიმეცნოს სამყარო, ხელს უწყობს მისი ფიზიკური, სოციალურ-ემოციური დამეტყველების უნარების განვითარებას. თამაშის დროს ბავშვები იყენებენ ფანტაზიასა დაშემოქმედებით უნარებს, სწავლობენ პრობლემის გადაჭრასა და თანამშრომლობას. პუბლიკაცია „ვითამაშოთ ერთად“ შექმნილია პროექტის „საქართველოში სკოლამდელი განათლებისხელმისაწვდომობის ზრდისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა“ ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის საგარეო სამინისტროს საერთაშორისო დახმარების პროგრამის ფარგლებში.

ბასკო უმცროსებს, პროგრამა 3-5 წლის ბავშვებისთვის, 2016

პროგრამა „ბასკო უმცროსებს“ განკუთვნილია 3-5 წლის ბავშვებისათვის. ვიმედოვნებთ, რომ ის დაეხმარება ამ ასაკის ბავშვებთან მომუშავე აღმზრდელ-პედაგოგებს, დააინტერესებს ბავშვების მშობლებსაც. პროგრამა ეფუძნება და იზიარებს ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტებს. პროგრამის სახელწოდება - „ბასკო უმცროსებს“ - აკავშირებს მას ჩვენს მიერ 2014 წელს შემუშავებულ სასკოლო მზაობის პროგრამასთან, რომელსაც დავარქვით „ბასკო“. პუბლიკაცია შექმნილია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო დახმარებისპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის “საქართველოში სკოლამდელი განათლებისხელმისაწვდომობის ზრდისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა“ ფარგლებში.

პრობლემების გამოვლენა და პრიორიტეტიზაცია საზოგადოების მონაწილეობით, 2009

ბროშურა განკუთვნილია სოფლის რწმუნებულებისთვის/მერის წარმომადგენლებისთვის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ის დაეხმარება მათ დაგეგმონ და განახორციელონ პროექტების მოსახლეობის ჩართულობით და მონაწილეობით. ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა გაზრდის ადგილობრივი დემოკრატიის დონეს და ნდობას ხელისუფლების მიმართ.ბროშურა მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

Copyright 2019 © International Association Civitas Georgica. All rights reserved