
მაია იურისტი და ბავშვთა უფლებადამცველია, 11 წლიანი სამუშოა გამოცდილებით ადამიანის უფლებების, ბავშვთა დაცვის, კონფლიქტის ტრანსორმააციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების მიმართლებით. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა.
7 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ და აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება არასრულწლოვნთა დანაშაულის პრევენციისა და მართლმსაჯულების მიმართულებით.
სხვადასხვა დროს მუშაობდა ტრენერად და ექსპერტად ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, მონაწილეობას იღებდა კვლევებისა და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში.
საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკაში 2020 წლიდან მუშაობს როგორც ბავშვთა უფლებადამცველი და პროექტების მენეჯერი და 2024 წლიდან იკავებს ორგანიზაციის პრეზიდენტის პოზიციას. მაია არის პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის პროგრამის კურსდამთავრებული.

გიორგი მესხიძე ევროპის ტრენინგ ორგანიზაციების ქსელის ვიცე-პრეზიდენტი და კივიტას გეორგიკას დამფუძნელია. ის 18 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას.
გიორგი განათლებით ანთროპოლოგია, სწავლობა სოციოლოგიას აშშ-ში. მას აქვს 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება როგორც კონსულტანტს და ქოუჩს საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალური და შესაძლებლობების განვითარების სფეროში, დიდი გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ტრენინგის დიზაინის, პროექტებისს მართვასა და განვითარების დახმარების პროგრამების განხორციელებაში.
როგორც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ექსპერტი, გიორგი მუშაობდა ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური შესაძლებლობების, მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გასაძლიერებლად საქართველოში, უკრაინაში, ალბანეთსა და მოლდოვაში. მისი გამოცდილება მოიცავს მუშაობას საქართველოს პარლამენტთან, ეუთოსთან, მსოფლიო ბანკთან / GPSA- სთან, UNICEF- თან, UNDP- თან და სხვებთან.
მესხიძე არის საქართველოს პარლამენტის განათლებისა, სპორტისა და ახლგაზრდობის და ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონალური განვითარების კომიტეტების მრჩეველთა საბჭოს წევრი, განათლების სამინისტროს სკოლამდელი განათლების ექსპერტი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის საკონსულტაციო საბჭოს წევრი. 2017 წელს მიენიჭა ანტიკორუფციული პარტნიორის ქსელის „ანტიკორუფციული პრაქტიკოსის“ სერთიფიკატი.

ირინა სიმონგულაშვილი კივიტას გეორგიკაში 2006 წლიდან მუშაობს და სხვადასხვა დროს კოორდინირებას უწევს საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებს. იგი ჩართული იყო პოლონურ ორგანზიაცია ედუკატორთან ერთად განხორციელებულ პროექტში - თითოეული ბავშვისათვის - სკოლამდელი განათლების ადგილობრივი პოლიტიკის სისტემური მხარდაჭერის“. ირინა საერთაშორისო ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხს ფლობს და გავლილი კვალიფიკაციის ამაღლებისკენ მიმართული ტრენინგები პროექტის მართვაში.

ივანე ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგია. კივიტას გეორგიკას ფარგლებში მისი საქმიანობა უკავშირდება ემიგრანტი მშობლების შვილების ფსიქო-სოციალურ მხადაჭერას.
ივანეს პროფესიული გამოცდილება მნიშვნელოვნად უკავშირდება სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური და სპეციალური განათლების პრაქტიკის გაუმჯობესებას.
სხვადასხვა პერიოდში ის მუშაობდა როგორც სახელმწიფო სერვისებში, ასევე არასამთოვრობო სექტორში. პროფესიული საქმიანობა ძირითადად ეხებოდა: ფსოქო-საგანმანათლებლო შეფასებას, ქცევითი სირთულის მქონე მოსწავლეებისთვის ინტერვენციის დაგეგმვასა და სპეციალისტების კონსულტირებას, მშობლების, მასწავლებლებისა და სხვა სპეციალისტებისთვის ტრენინგ მოდულების შემუშავებასა და ჩატარებას.

მე ვარ ქეთევან ცინცაძე, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, სპეცპედაგოგი და ტრენერი. მაქვს 15 წლიანი გამოცდილება დამატებითი საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობაში. ჩემი საქმიანობა ფოკუსირებულია ინკლუზიური გარემოს შექმნაზე, სადაც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად მათი შესაძლებლობებისა, სრული პოტენციალის განვითარების საშუალება ეძლევა.
როგორც უმაღლესი კვალიფიკაციის ექთანი, ჩემი ცოდნა ვრცელდება ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარების ასპექტებზე, რაც მეხმარება ინდივიდუალური სასწავლო გეგმებისა და საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის შექმნაში.
მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც პრაქტიკოს სპეციალისტს, ასევე ტრენერს, საშუალებას მაძლევს, ჩემი ცოდნა და უნარები გავუზიარო კოლეგებსა და დამწყებ სპეციალისტებს. ჩემს მიერ შემუშავებულია სხვადასხვა სასწავლო მასალა და მეთოდოლოგია, რაც ხელს უწყობს ინკლუზიური განათლების სტანდარტების გაუმჯობესებას.
მუდმივად ვცდილობ, ხელი შევუწყო საზოგადოებაში ინკლუზიის მნიშვნელობის გააზრებას და აქტიურად ვმონაწილეობ სხვადასხვა პროექტში, რომელიც დამატებითი საჭიროების მქონე ბავშვების უფლებების დაცვას ემსახურება. 2024 წლიდან ვთანამშრომლობ Civitas Georgica-სთან, სადაც რამდენიმე პროექტის მონაწილე გახლდით, ხოლო 2025 წლიდან ორგანიზაციის ტრენერი ვარ.

თეა ძოწენიძე არის განათლების სპეციალისტი და იურისტი, რომელსაც აქვს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში 8 წლიანი მუშაობის გამოცდილება ზოგადი განათლების სფეროში, ასევე სკოლამდელი განათლების სფეროში მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებისა და ბავშვთა უფლებების მიმართულებით. მას მონაწილეობა აქვს მიღებული გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), მსოფლიო ბანკის (World Bank) და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მხარდაჭერილ პროექტებში, როგორც მართვის, ასევე ინკლუზიური სკოლამდელი განათლების, ხარისხის სტანდარტებისა და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების კუთხით. თეას შექმნილი აქვს საგანმანათლებლო რესურსები სკოლამდელი განათლების სპეციალისტების პროფესიული გაძლიერებისთვის, ჩატარებული აქვს ტრენინგები და აქტიურად მონაწილეობდა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო პოლიტიკის განვითარებაში. ის ასევე ხელმძღვანელობს სემინარებს ადამიანის უფლებებსა და საკონსტიტუციო სამართალში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მისი აკადემიური საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო კონფერენციებზე წარდგენილ მოხსენებებს ინკლუზიის, განათლების მმართველობისა და ბავშვთა უფლებების შესახებ, ასევე პუბლიკაციებს ბავშვის უფლებებზე და განათლების ხელმისაწვდომობის საკითხებზე.

პროფესიული საქმიანობა დაიწყო საბავშვო ბაღში აღმზრდელის პოზიციაზე, რის შემდეგაც ათწლეულზე მეტი მუშაობდა როგორც აღმზრდელი, სასკოლო მზაობის ჯგუფების კათედრის ხელმძღვანელი და პედაგოგი.
2017 წლიდან მოყოლებული წარმატებით საქმიანობს საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის და ტრენერის როლში. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ტრენინგების ჩატარებაში როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღების აღმზრდელებისთვის. მონაწილეობა აქვს მიღებული პროფესიული გადამზადების ტრენინგებში და სხვადასხვა პროექტებში , არის სერტიფიცირებული მეთოდისტი და ტრენერი.
ამჟამად ნანა ქაშიბაძე არის ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის განვითარების ექსპერტი, საერთაშორისო ასოციაცია “კივიტას გეორგიკას“ ტრენერი და საერთაშორისო განათლების აკადემიის „ბიდისი“-ს სასწავლო პროცესის მენეჯერი

- 20 წელზე მეტი მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის, პროექტების მართვის გამოცდილება საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორში;
- საერთაშორისო სერთიფიცირებული ტრენერი, ტრენინ-კონსულტაციების ჩატარების ოცდახუთწლიანი გამოცდილებაით: 1.რბილ უნარებში, 2 ბიზნეს უნარებსა და 3. ლიდერობა და მართვაში;
- სტრატეგიული და სამოქმედო გეგემების მომზადების ფასილიტაცია-კონსულტაციის 15 წელზე მეტი გამოცდილება
- პროფესიული და სკოლამდელი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი;
- არიერის დაგეგმვის და დასაქმების მრჩეველი
- ზრდასრულთა სწავლების და მეწარმეობის საკითხებზე სხვადასხვა სახის სასწავლო მასალების და პუბლიკაციების ავტორი;
როგორც მოხალისე ტრენერს 2017 წელს მიღებული აქვს მადლობის სიგელი აშშ სართაშორისო განვითარების სააგენტოს USAID საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტში G-PriEd მოხალისეობისთვის ბიზნესის უნარ-ჩვევების სწავლებაში.

გვანცა შიშინაშვილი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია და ხუთწლიანი პრაქტიკული სწავლების გამოცდილება აქვს, როგორც ფორმალური, აგრეთვე, არაფორმალური განათლების მიმართულებით. გვანცა სამოქალაქო განათლების პედაგოგი და ააიპ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის პროექტის ოფიცერია. ასევე, კივიტასის პარტნიორი ორგანიზაციის - სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი - ხელმძღვანელი.
ჩატარებული ტრენინგების თემატიკა:
- გენდერული თანასწორობა;
- ქალთა შრომითი უფლებები;
- ახალგაზრდა ქალების დასაქმების უნარ-ჩვევების გაძლიერება;
- ქალთა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მონაწილეობა;
- ქალთა მიმართ ძალადობა არჩევნებში;
- ადამიანის უფლებები და აქტიური მოქალაქეობა;
- ადამიანის უფლებების სწავლება დოკუმენტური ფილმების მეშვეობით.
ტრენერად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება უკავშირდება შემდეგ ორგანიზაციებს:
- საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა;
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
- სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი (CARDC);
- სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია;
- სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი.