პროექტის დასახელება "ერთიანობა მრავალფეროვნებაში: სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა V4-ისა და საქართველოს თანამშრომლობის გზით"
პროექტის მიზანი: ქართული, ჩეხური, სლოვაკური და პოლონური პარტნიორების ერთობლივი ინიციატივა მიზნად ისახავს საზოგადოებაში ინკლუზიური აზროვნების ხელშეწყობას V4 ქვეყნების წარმატებული პრაქტიკების ადაპტაციის გზით.
პროექტის ამოცანები
V4 ქვეყნების პრაქტიკის ადაპტაცია და მათი გამოყენება საგანმანათლებლო აქტივობებში – რაც მოიცავს რეგულარულ შეხვედრებს, შიშებისა და სტერეოტიპების სისტემურ განხილვას, ასევე ინტერაქტიულ და ასაკის შესაბამისად მორგებულ სწავლების მეთოდებს ქსენოფობიისა და რასიზმის შესაძლო გამოვლინებების აღმოსაფხვრელად. digiQ ამ მიდგომას გაამდიდრებს საჭირო ციფრული ინსტრუმენტებით, რათა ბავშვები დაცულნი იყვნენ სიძულვილის ენისგან და შეძლონ მისი პრევენცია.
პედაგოგთა კვალიფიკაციის გაუმჯობესება – სპეციალური სასწავლო პროგრამა, რომელიც პარტნიორი ორგანიზაციების ექსპერტთა ჯგუფმა შეიმუშავა, მოიცავს მოდულის შინაარსს (OPU), ინსტრუმენტებს (digiQ) და სკოლის გარემოს ცვლილებას (Edukator).
მოსწავლეებში ინკლუზიური აზროვნების მხარდაჭერა – გადამზადებული პედაგოგები მიღებულ ცოდნასა და უნარებს გამოიყენებენ საგანმანათლებლო აქტივობებში პროექტის პარტნიორების მენტორობის მხარდაჭერით, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს გახდნენ ტოლერანტობის ელჩები საკუთარ სკოლებში და მისაბაძი მაგალითი თანატოლებისთვის თავიანთ საზოგადოებებში.
შედეგების გავრცელება ონლაინ ინსტრუმენტების საშუალებით და მათი წარდგენა ყველა დაინტერესებული მხარისთვის ხელს შეუწყობს საზოგადოებებში ნდობის ზრდას, რაც საბოლოოდ სოციალური განვითარების წინაპირობა გახდება.
განხორციელების სტრატეგია: პარტნიორებმა შეიმუშავეს მეთოდოლოგია, რომელიც სპეციალურადაა მორგებული ქართული საზოგადოების საჭიროებებზე, განსაკუთრებით უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებსა და მიგრანტების მიმართ დისკრიმინაციასთან დაკავშირები
პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტები: თბილისი, ბათუმი
პროექტის ხანგრძლივობა - 18 თვე
დონორი - საერთაშორისო ვიშეგრადის ფონდი
უკან