სიახლე

GwB პროექტის პირველი კონფერენცია ბურგასში


პროექტი ხორციელდება პროგრამის — Interreg NEXT შავი ზღვის აუზი 2021–2027 —ფარგლებში და მიზნად ისახავს წყლის გლობალური ბალანსის გადაწყვეტილების მხარდაჭერის ინტეგრირებული სისტემის (DSS GwB) შემუშავებას. ღონისძიების პირველი დღე, ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით თემატურად მიეძღვნა საკითხს „წყლისა და სურსათის უსაფრთხოების ეროვნული მიდგომები“. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები, გამოცდილება და ცოდნა წყლის რესურსების მართვისა და სურსათის უსაფრთხოების საკითხებზე.

მეორე დღე, რომლის თემა იყო „პროექტის პროგრესი, ტექნიკური ინტეგრაცია, ტრენინგი და ანგარიშგება“, დაეთმო პროექტის განხორციელების მიმდინარეობის განხილვასა და პარტნიორებს შორის ტექნიკური და მენეჯერული საქმიანობის კოორდინაციას.

პირველი კონფერენცია მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო პარტნიორებსა და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების, და საერთო მიდგომების ხელშეწყობის მიმართულებით.

პროექტი GwB თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, პროგრამის — Interreg NEXT შავი ზღვის აუზი 2021–2027 — ფარგლებში. პროექტის წამყვანი პარტნიორია თურქეთის  ტექირდაღის ნამიქ ქემალის უნივერსიტეტი. პარტნიორთა კონსორციუმი:

  • ბურგასის რეგიონული ტურიზმის ასოციაცია (ბულგარეთი);
  • საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ (საქართველო);
  • ქსანთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა (საბერძნეთი).
უკან
Copyright 2019 © International Association Civitas Georgica. All rights reserved