სიახლე

სამუშაო შეხვედრები გრძელდება


ამჯერად ორი შეხვედრა გაიმართა თბილისში, სადაც ტრენერთა ტრენინგის პროგრამის ერთ-ერთმა წარმატებულმა მონაწილემ - ნინო ზაუტაშვილმა ჩაატარა პრაქტიკული ვორქშოფი.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს მიგრანტი მშობლების შვილების მხარდაჭერის პრაქტიკული მიდგომები, ისაუბრეს ბავშვების ემოციურ საჭიროებებსა და პროფესიონალების როლზე მხარდაჭერის პროცესში, ასევე ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და პრაქტიკაში გამოყენებადი რეკომენდაციები.

მონაწილეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და ბავშვებზე მეტად მორგებული, მგრძნობიარე მიდგომების გასაძლიერებლად. აქტივობამ ხელი შეუწყო მიგრაციის გავლენის უკეთ გააზრებას ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებაზე და შესაბამისი მხარდაჭერის პრაქტიკული ინსტრუმენტების გამოყენების უნარის გაძლიერებას.

მადლობა ქალბატონ ნინოს პროფესიონალიზმისთვის და ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის.

პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ასოციაცია Civitas Georgica-ს მიერ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობა საქართველოში მხარდაჭერით.

 

უკან
Copyright 2019 © International Association Civitas Georgica. All rights reserved