პუბლიკაციები

დემოკრატიული სკოლა ყველასთვის (კრებული), 2019 წ.

წარმოგიდგენთ პუბლიკაციას, რომელიც მომზადდა პროექტის ,,ისწავლე და გამოცადე აქტიური მოქალაქეობა -სკოლებისა და თემების დაკავშირება ‘’ ფარგლებში. პროექტი 2019 წელს, საქართველოს 8 საჯარო სკოლაში განხორცილედა და სხვადსხვა საქმიანობის ფარგლებში ოცდაათზე მეტი მასწავლებელი და 300-მდე მოსწავლე მოიცვა.

ალტერნატიული განათლების სკოლამდელი ცენტრები (კვლევა), 2013

ანგარიში მომზადდა სკოლამდელი განათლების ალტერნატიული ცენტრების ეფექტურობის დასადგენად. კვლევის მიზანია შეაფასოს, თუ რა გავლენას ახდენს ალტერნატიული სკოლამდელი აღზრდის ცენტრები ბავშვის განვითარების სხვადასხვა სფეროზე და სასკოლო მზაობაზე.

სასკოლო მზაობის პროგრამა "ბასკო", 2014

სასკოლო მზაობის პროგრამა “ბასკო“ (ბაღიდან სკოლამდე) შეიქმნა პოლონურ-ქართული პროექტისფარგლებში სპეციალურად სასკოლო მზაობის ჯგუფებისთვის. მართალია, ის განკუთვნილია 5-6 წლის ბავშვებისათვის მაგრამ მისი გამოყენება (მესამე ნაწილის გარეშე), შესაძლებელია ნებისმიერ სკოლამდელ დაწესებულებაში, ყველა ასაკობრივ ჯგუფში. იმედს ვიტოვებთ, რომ პროგრამა ბასკო საინტერესო და სასარგებლო იქნება არა მხოლოდ სასკოლო მზაობის ჯგუფების მასწავლებლებისათვის, არამედ სკოლამდელი დაწესებულებების გაცილებით ფართო წრისათვის.

ბასკოს პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებს, 2015

„ბასკოს პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებს“ წარმოადგენს ერთგვარ დამატებას პროგრამა ბასკოსთვის, თუმცა მასში მოცემული მასალა საინტერესო იქნება ნებისმიერი მასწავლებლისთვის, რომელიც მუშაობს 5-6 წლის ბავშვების ჯგუფთან. ეს გახლავთ პრაქტიკული საკითხების ნაწილი, რომელიც ერთვის პროგრამა „ბასკოს“. მიგვაჩნია, რომ ასეთი დამატებითი მასალა ძალზე სასარგებლო იქნებაა მასწავლებლებისათვის და გაუადვილებს მათ მუშაობას.

ვითამაშოთ ერთად, თამაშები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, 2016

თამაში არის სკოლამდელი ასაკის ბავშვის ქცევის ძირითადი ფორმა. თამაში საშუალებას აძლევსბავშვს ისწავლოს, შეიმეცნოს სამყარო, ხელს უწყობს მისი ფიზიკური, სოციალურ-ემოციური დამეტყველების უნარების განვითარებას. თამაშის დროს ბავშვები იყენებენ ფანტაზიასა დაშემოქმედებით უნარებს, სწავლობენ პრობლემის გადაჭრასა და თანამშრომლობას. პუბლიკაცია „ვითამაშოთ ერთად“ შექმნილია პროექტის „საქართველოში სკოლამდელი განათლებისხელმისაწვდომობის ზრდისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა“ ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის საგარეო სამინისტროს საერთაშორისო დახმარების პროგრამის ფარგლებში.

ბასკო უმცროსებს, პროგრამა 3-5 წლის ბავშვებისთვის, 2016

პროგრამა „ბასკო უმცროსებს“ განკუთვნილია 3-5 წლის ბავშვებისათვის. ვიმედოვნებთ, რომ ის დაეხმარება ამ ასაკის ბავშვებთან მომუშავე აღმზრდელ-პედაგოგებს, დააინტერესებს ბავშვების მშობლებსაც. პროგრამა ეფუძნება და იზიარებს ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტებს. პროგრამის სახელწოდება - „ბასკო უმცროსებს“ - აკავშირებს მას ჩვენს მიერ 2014 წელს შემუშავებულ სასკოლო მზაობის პროგრამასთან, რომელსაც დავარქვით „ბასკო“. პუბლიკაცია შექმნილია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო დახმარებისპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის “საქართველოში სკოლამდელი განათლებისხელმისაწვდომობის ზრდისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა“ ფარგლებში.

პრობლემების გამოვლენა და პრიორიტეტიზაცია საზოგადოების მონაწილეობით, 2009

ბროშურა განკუთვნილია სოფლის რწმუნებულებისთვის/მერის წარმომადგენლებისთვის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ის დაეხმარება მათ დაგეგმონ და განახორციელონ პროექტების მოსახლეობის ჩართულობით და მონაწილეობით. ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა გაზრდის ადგილობრივი დემოკრატიის დონეს და ნდობას ხელისუფლების მიმართ.ბროშურა მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

Copyright 2019 © International Association Civitas Georgica. All rights reserved