სფეროები

გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება - Transparency and Accountability

ვრცლად

დემოკრატიას სჭირდება პასუხისმგებლობა და გამჭვირვალობა, როგორც ინგრედიენტები, ჩვენ მათ განვიხილავთ როგორც ძირითად საყრდენს დემოკრატიულ მმართველობაში. მიგვაჩნია, რომ სამთავრობო ინსტიტუტებმა უნდა განახორციელონ საქმიანობა საზოგადოების საუკეთესოინტერესებიდან გამომდინარე და პასუხისმგებლობა აიღონ მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე. ეს საქმიანობა, ასევე, უნდა ხორციელდებოდეს ღია გზით, საიდუმლოების გარეშე, ისე, რომ საზოგადოებამ შეძლოს დაიჯეროს ინსტიტუციების პატიოსნება და სამართლიანობა და ენდოს მათ.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდა და განათლება - Early and Preschool Education

ვრცლად

2007 წლიდან ორგანიზაციის პრიორიტეტია სკოლამდელი განათლება, როგორც ადგილობრივი განვითარებისმნიშვნელოვანი წინაპირობა. ჩვენ შევიმუშავეთ და წარმატებით დავნერგეთ ე.წ. “ალტერნატიული სკოლამდელიგანათლების” მოდელი, რომელიც საფუძვლად დაედო სასკოლო მზაობის ეროვნულ პროგრამას.

თვითმმართველობა და ადგილობრივი განვითარება - Local Self-Governance and Rural Development

ვრცლად

"კივიტას გეორგიკა" ერთ-ერთი პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ჩამოყალიბებისდღიდან მუშაობს ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის საკითხებზე, აკვირდება და აანალიზებს საქართველოს რეგიონების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ცდილობს ხელი შეუწყოს სასოფლო ტერიტორიების განვითარებას, მათ შორის ხარისხიანი სერვისების ჩამოყალიბების სახით. ჩვენ მხარს ვუჭერთ დეცენტრალიზაციას და საზოგადოების ფართო მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

კრიზისული სიტუაციების მართვა - Management of Crisis and Emergency Situations

ვრცლად

2010 წლიდან ორგანიზაციამ დაიწყო კრიზისული სიტუაციების დახმარების და ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების და რეაგირების პროექტების განხორციელება საქართველოს რეგიონებში. მოხდა წყალდიდობის ადრეული გაფრთხილების სისტემების მონტაჟი, სახანძრო მზადყოფნის ამაღლების და რეგირების პროექტების განხორციელება მთიან რეგიონებში.

ახალგაზრდები და სამოქალაქო მონაწილეობა - Youth

ვრცლად

საერთაშორისო თანამშრომლობა - International Cooperation

ვრცლად

ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში. „კივიტას გეორგიკა“ არის ევროპისტრენინგ ორგანიზაციების (ENTO) და აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სამოქალაქო ქსელის (CEE CN) წევრი, ბავშვთა და ახალგაზრდობის კეთილდღეობის ქსელის წევრი, კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობისა დადემოკრატიისთვის თანადამფუძნებელი და აღმოსავლეთის პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის წევრი. ორგანიზაციას პარტნიორული ურთიერთობა აქვს დამყარებული და ერთობლივი პროექტი განხორციელებული15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციასთან და კვლევით ცენტრებთან ევროპასა და აშშ-ში.

Copyright 2019 © International Association Civitas Georgica. All rights reserved