2010 წლიდან ორგანიზაციამ დაიწყო კრიზისული სიტუაციების დახმარების და ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების და რეაგირების პროექტების განხორციელება საქართველოს რეგიონებში. მოხდა წყალდიდობის ადრეული გაფრთხილების სისტემების მონტაჟი, სახანძრო მზადყოფნის ამაღლების და რეგირების პროექტების განხორციელება მთიან რეგიონებში, მოხალისე მაშველების მომზადება და სხვ.
ასევე, 2018-2019 წლებში ორგანიზაციამ ჩაატარა 7 მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის შეფასება ხანძარსაწინააღმდეგო და კრიზისული სიტუაციების მზაობისთვის და შექმნა მონაცემთა ბაზა.
საწარმოო ნარჩენები თუ სტიქიური ნაგავსაყრელები, ზღვის დაბინძურება პლასტიკით საქართველოს ეკოლოგიისთვს ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემასა და გამოწვევას წარმოადგენს. კივიტას გეორგიკა თურქეთის, ბულგარეთის და უკრაინის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ცდილობს საცხოვრებლად სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნას შეუწყოს ხელი. სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვისთვისთვის და შავი ზღვის დაბინძურების შესმცირებლად 2014-2022 წლებში რამდენიმე პროექტი განვახორციელეთ, ხოლო 2021-2022 წლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან ერთად ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებისთვის მონიტორინგი ჩავატარეთ და საინფორმაციო სისტემა მოვამზადეთ.
უკან