English Georgian












26-09-2017 საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა აგრძელებს საქმიანობას სკოლამდელი განათლების სფეროში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ქვეყანაში მიმდინარე სკოლამდელი განათლების რეფორმის მხარდასაჭერად.
 საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა აგრძელებს საქმიანობას სკოლამდელი განათლების სფეროში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ქვეყანაში მიმდინარე სკოლამდელი განათლების რეფორმის მხარდასაჭერად. ვრცლად

18-05-2015 ტრენინგები პროექტის ფარგლებში
8 და 9 მაის პროექტ "მიწის გამოყენების ინტეგრირებული მოდელირება და მართვა შავი ზღვის ესტუარებისათვის" ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც ატარებდნენ გიორგი მესხიძე და ამირან გიგინეიშვილი.


ვრცლად

23-10-2014 შავი ზღვის რეგიონალური ვორკშოპი ორი პროექტის ეგიდით
 კივიტას გეორგიკა ორგანიზაცია "გეოგრაფიკთან" ერთად მართვს შავი ზღვის რეგიონალურ ვორკშოპს მდინარეთა აუზების წყლის რესურსებზე დაკვირვების, მოდელირებისა და მმართველობის საკითხებთან დაკავშირებით. სამუშაო შეხვედრა ატარებს პოლიტიკის მიდგომებისა და შესაძლებლობების განვითარების ხასიათს აღნიშნული მიმართულებით. ღონისძიება დაგეგმილი ორი პროექტის ფარგლებში: ევროკავშირის მე-7 ჩარჩო პროგრამის პროექტი ”იასონი” (IASON, იხ. http://iason-fp7.eu) და პროექტი ”მიწის გამოყენების ინტეგრირებული მოდელირება და მართვა შავი ზღვის ესტუარებისათვის” (აბრევიატურით ILMM-BSE, იხ. http://e-BlackSea.org), რომელიც ასევე ფინანსდება შავი ზღვის აუზისათვის ევროკავშირის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ერთობლივი საოპერაციო პროგრამით (2007-2013). ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართება ბათუმში, 2014 წლის 31 დეკემბერს და იგი ეძღვნება შავი ზღვის საერთაშორის დღეს, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება ამ თარიღით. ღონისძიებას მხარს უჭერს სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია შავი ზღვის კომისია, ასევე მაში მონაწილეობენ გარემოს ეროვნული სააგენტოს და საქართვლოს სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები.  ვრცლად

07-10-2014 ENTO კონფერენცია და გენერალური ასამბლეა ლიეჟში
 კივიტას გეორგიკას პრეზიდენტი გიორგი მესხიძე მონაწილეობდა ევროპის ტრენინგ ორგანიზაციათა ქსელის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში 1-3 ოქტომბერს, 2014 ქალაქ ლიეჟში. კონფერენცია მიეძღვნა საჯარო მოხელეთა ტრენინგის საკითხებს. მასში მონაწილეობას ღებულობდა 400-ზე მეტი ადამიანი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებიდან, უნივერისტეტებიდან და ტრენინგ ორგანიზაციებიდან ევროპის მასშტაბით. იხილე კონფერენციის დღის წესრიგი ვრცლად

31-03-2014 ტრენინგი ”წყალშემკრები აუზების ჰიდროლოგიური მოდელირება”
 კივიტას გეორგიკა 2014 წ. 26 აპრილს გრიგოლეთში აწყობს ტრენინგ-სემინარს თემაზე ”წყალშემკრები აუზების ჰიდროლოგიური მოდელირება”. იგი იმართება ევროკომისიის პროექტის ”მიწის გამოყენების ინტეგრირებული მოდელირება და მართვა შავი ზღვის ესტუარებისათვის” ფარგლებში, ერთობლივი საოპერაციო პროგრამის ”შავი ზღვის აუზი 2007-2013” მხარდაჭერით.

სემინარის მიზანია გააცნოს მონაწილეებს ჰიდროლოგიური მოდელირების ძირითადი პრინციპები; აჩვენოს კონკრეტული მაგალითებზე თუ როგორ უნდა აიგოს და დაკალიბრდეს ჰიდროლოგიური მოდელი; აგრეთვე შესრულდეს პრაქტიკული სავარჯოშო გურიის ერთერთი მდინარის წყალშემკრები აუზის მაგალითზე.
 
მონაწილეობით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტით office@civits.ge
ვრცლად

17-09-2013 საზაფხულო სკოლა უნგრეთში წარმატებით დასრულდა
 ვიშეგრადის მიერ დაფინანსებული პროექტის   FIT and CONNECT+ in Caucasus- V4 transition experience transfer for enhancing EaP CSOs' sustainability’’  ფარგლებში შერჩეულმა  ოთხმა ქართველმა მონაწილემ უნგრეთში  საზაფხულო სკოლაში მიიღო მონაწილეობა.  ერთკვირიან  FIT (Fundraising, Impact, Transparency) ტრენინგებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტრენინგებს ჩეხი, სლოვაკი და უნგრელი ექსპერტები უძღვებოდნენ. ვრცლად

15-09-2013 კონკურსი-ონლაინ კურსები თემებზე:სოციალური მედია სოციალური ცვლილებებისთვის და ინტერნეტ უსაფრთხოება

 საერთაშორისო ორგანიზაცია Transitions (TOL) და საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა ონლაინ სწავლების კურსებში მონაწილეობის მისაღებად აცხადებენ კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისათვის თემებზე: სოციალური მედია სოციალური ცვლილებებისათვის და ონლაინ უსაფრთხოება.დისტანციური სწავლების კურსები 15-დან 24 ოქტმბრის ჩათვლით ჩატარდება.

ვრცლად

22-08-2013 ტრენინგი თემის ლიდერებისთვის
  საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას ტრენერების მიერ 2013 წლის აგვისტროს თვეში ჩატარდა ორდღიანი ტრეინინგები “ლიდერობასა და თემის მობილიზაციაში” საქართველოს ხუთი მუნიციპალიტეტის (ხაშური, სენაკი, ყვარელი, ლანჩხუთი და ჩოხატაური) თემებში არჩეული სოფლის პარლამენტის წევრებისათვის. სულ ჩატარდა 7 ტრეინინგი, მათ შორის 5 ადგილზე – მუნიციპალიტეტებში, ხოლო 2 პატარძეულში. ვრცლად

19-08-2013 ესტონეთის სასოფლო პარლამენტი - გამოცდილების გაზიარება
 კივიტას გეორგიკას წარმომადგენლები, გიორგი მესხიზე და ალექსანდრე კალანდაძე მონაწილეობდნენ ესტონის სასოფლო პარლამენტების მე-10 შეკრებაში რომელიც გაიმართა 2013 წლის 9-11 აგვისტოს კუნძულ სარემააზე. ვიზიტი განხორციელდა პროექტის "სასოფლო პარლამენტი საქართველოში" ფარგლებში გამოცდილების გაზიარების მიზნით. ვრცლად

01-02-2013 მოწვევა სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად
 5 თებერვალს, საერთაშორისო ასოციაცია ,,კივიტას გეორგიკა’’ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობისთვის იწვევს სამოქალაქო, ბიზნეს და მედია სექტორის წარმომადგენლებს. ვრცლად

[1] [2] [3]
ადამიანური რესურსების მართვა
კივიტას გეორგიკას ამ პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს დეცენტრალიზაციის პროცესს და ადგილობრივი არჩეული თუ დანიშნული მოხელეების პროფესიონალური დონის ამაღლებას, რომ მათ შეძლონ საკუთარი საქმიანობის ეფექტურად განხორციელება, შეასრულონ საზოგადოების მობილიზატორის და ადგილობრივი ინტერესების დამცველის როლი.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix