English Georgian












23-10-2014 შავი ზღვის რეგიონალური ვორკშოპი ორი პროექტის ეგიდით

კივიტას გეორგიკა ორგანიზაცია "გეოგრაფიკთან" ერთად მართვს შავი ზღვის რეგიონალურ ვორკშოპს მდინარეთა აუზების წყლის რესურსებზე დაკვირვების, მოდელირებისა და მმართველობის საკითხებთან დაკავშირებით. სამუშაო შეხვედრა ატარებს პოლიტიკის მიდგომებისა და შესაძლებლობების განვითარების ხასიათს აღნიშნული მიმართულებით. ღონისძიება დაგეგმილი ორი პროექტის ფარგლებში: ევროკავშირის მე-7 ჩარჩო პროგრამის პროექტი ”იასონი” (IASON, იხ. http://iason-fp7.eu) და პროექტი ”მიწის გამოყენების ინტეგრირებული მოდელირება და მართვა შავი ზღვის ესტუარებისათვის” (აბრევიატურით ILMM-BSE, იხ. http://e-BlackSea.org), რომელიც ასევე ფინანსდება შავი ზღვის აუზისათვის ევროკავშირის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ერთობლივი საოპერაციო პროგრამით (2007-2013). ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართება ბათუმში, 2014 წლის 31 დეკემბერს და იგი ეძღვნება შავი ზღვის საერთაშორის დღეს, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება ამ თარიღით. ღონისძიებას მხარს უჭერს სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია შავი ზღვის კომისია, ასევე მაში მონაწილეობენ გარემოს ეროვნული სააგენტოს და საქართვლოს სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები. 

შეხვედრის პროგრამა

უკან
ადამიანური რესურსების მართვა
კივიტას გეორგიკას ამ პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს დეცენტრალიზაციის პროცესს და ადგილობრივი არჩეული თუ დანიშნული მოხელეების პროფესიონალური დონის ამაღლებას, რომ მათ შეძლონ საკუთარი საქმიანობის ეფექტურად განხორციელება, შეასრულონ საზოგადოების მობილიზატორის და ადგილობრივი ინტერესების დამცველის როლი.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix