English Georgian












20-09-2011 სამოქალაქო მონაწილეობის კვირეული დაიწყო

20 სექტემბერს საქართველოში სამოქალაქო მონაწილეობის კვირეული დაიწყო. სამოქალაქო მონაწილეობის კვირეულის მიზანია მიიპყროს საზოგადოების ყურადღება ფართო სოციალური გარემოსაკენ და დაანახოს მონაწილეობითი დემოკრატიის მნიშვნელობა.

სამოქალაქო აქტიურობა და საზოგადოების მონაწილეობა/ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში კრიტიკული ფაქტია დემოკრატიის განვითარებისთვის. საკითხის აქტუალიზაცია მოახლოებული ადგილობრივი არჩევნებითაც არის განპიროებული.

კვირეული ერთდროულად გაიმართება აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის 17ზე მეტ ქვეყანაში. საქართველოში მას კოორდინაციას უწევს „კივიტას გეორგიკა“.

მოგიწოდებთ ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ უნდა მონაწილეობდეს იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც გავლენას ახდენს მის მომავალზე, შემოგვიერთდეთ და ჩაერთოთ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში (მათ შორის საქართველოს რეგიონებში): პრესკონფერენციებში, აქციებში, გამოფენებში, შეხვედრებში, სოციოლოგიურ გამოკითხვებში და სხვ.

დამატებითი ინფორმაციისათვის კვირეულის კალენდარზე დაუკავშირდით ქ-ნ ელენე რომელაშვილს, წინამძღვრიშვილის ქ. №97, ტელ: 951991, ელ-ფოსტა: hromelashvili@civitas.ge

უკან
ქართული kvira
The formation of democratic state and civil society is impossible without active participation of public groups, represented by people, who are ready to make their personal and professional contribution to the development process.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix