English Georgian












18-09-2014 პროექტი „წყალდიდობის საწინააღმდეგო ადრეული გაფრთხილება და პრევენცია მდინარეების კაბალისა და დურუჯის განსაკუთრებული გათვალისწინებით საქართველოში”

ზაფხულის განმავლობაში გრძელდებოდა აქტიური მუშაობა პროექტზე: „წყალდიდობის საწინააღმდეგო ადრეული გაფრთხილება და პრევენცია მდინარეების კაბალისა და დურუჯის განსაკუთრებული გათვალისწინებით საქართველოში” – 224PPR2014/M.

ივლისი-აგვისტოს განმავლობაში, მოხდა საქართველოს წყალდიდობის მხრივ პრობლემატური მდინარეების აგეგმვა. შერჩეული იყო 12 წყალდიდობების მხრივ საშიში მდინარე და შემდგომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ექსპერტების და დედამიწისშემსწავლელი მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა ერთიანი მონაცემთა ბაზა, სადაც შეგროვებულია საერთო ჯამში 14 მდინარის გრძივი პროფილები, აღწერილია ყველა ხიდი და ნაპირსამაგრი კონსტრუქცია, შესწავლილია მდინარეების ნაპირების გეოლოგიური და გეომორფლოგიური თავისებურებანი.

აღნიშნული მონაცემთა ბაზა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი მდინარეთა ჰიდროლოგიური მოდელების გასათვლელად, წყალდიდობების საფრთხის და რისკის შესაფასებლად ასევე ინფორმაცია მნიშვნელოვანია წყალდიდობაზე რეაგირების გეგმის შესამუშავებლად, რათა მოვახდინოთ სტიქიის მიერ მოყენებული ზარალის და მსხვერპლის მინიმილიზაცია. აღნიშნული ინფორმაცია მიზანშეწონილია ასევე გამყენებული იყოს სამომავლოდ, ინფრასტრუქტურის განვითარებისას: გზების, ხიდების თუ სხვა კონსტრუქციების დაგეგმარებისას.

უკან
კრიზისული სიტუაციების მართვა
კივიტას გეორგიკას ამ პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს დეცენტრალიზაციის პროცესს და ადგილობრივი არჩეული თუ დანიშნული მოხელეების პროფესიონალური დონის ამაღლებას, რომ მათ შეძლონ საკუთარი საქმიანობის ეფექტურად განხორციელება, შეასრულონ საზოგადოების მობილიზატორის და ადგილობრივი ინტერესების დამცველის როლი.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix