English Georgian












16-05-2014 საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა საქართველოს გარემოს დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით, პოლონელ ექსპერტებთან ერთად აგრძელებს მუშაობას პროექტზე: “წყალდიდობების საწინააღმდეგო ადრეული გაფრთხილება და პრევენცია მდინარეების კაბალისა და დურუჯის განსაკუთრებული გათვალისწინებით საქართველოში” 224PPR2014/m.

საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა საქართველოს გარემოს დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით, პოლონელ ექსპერტებთან ერთად აგრძელებს მუშაობას პროექტზე: “წყალდიდობების საწინააღმდეგო ადრეული გაფრთხილება და პრევენცია მდინარეების კაბალისა და დურუჯის განსაკუთრებული გათვალისწინებით საქართველოში” 224PPR2014/m. 2014 წლის 12 მაისიდან 18 კაციანი სამუშაო ჯგუფი ატარებს აზომვით სამუშაოებს მდ.დურუჯზე. გამოცდილი სპეციალისტები ექვს კაციან სტუდენტების ჯგუფს უტარებენ ტრეინინგებს ჰიდროლოგიური მოდელირებისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიების ტექნოლოგიებში, ახალგაზრდები სწავლობენ თანამედროვე ტექნიკის მოხმარებას და გამოყენებას საველე პირობებში, ეცნობიან მდ.დურუჯზე მიმდინარე ჰიდროლოგიურ და გეომორფოლოგიურ პროცესებს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ანალოგიური სამუშაოების ჩატარება როგორც მდ.კაბალზე ასევე მაღალი საფრთხის მქონე საქართველოს 12 მდინარეზე.
ასევე ამ პერიოდის განმავლობაში ქ.ყვარლის მუნიციპალიტეტში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც ქ.ყვარელის გამგეობის წარმომადგენლები, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაცია „კივიტას გეორგიკა“ს წარმომადგენლები და პოლონელი ექსპერტები. შეხვედრაზე ისაუბრეს ქ.ყვარლის გამგეობის, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, მთავრობის და მოსახლეობის როლზე სტიქიური მოვლენების დროს. განხილული იყო მოსახლეობის ევაკუაციასთან და დახმარებასთან დაკავშირებული პრობლემები. დაიგეგმა ევაკუაციის დეტალური გეგმის შემუშავება ქ.ყვარლისთვის. მომავალში იგეგმება წვრთნების ჩატარება ადგილობრივი მოსახლეობის, მუნიციპალიტეტის და პროექტში ჩართული ყველა მხარის მონაწილეობით და დახმარებით.

 

უკან
კრიზისული სიტუაციების მართვა
კივიტას გეორგიკას ამ პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს დეცენტრალიზაციის პროცესს და ადგილობრივი არჩეული თუ დანიშნული მოხელეების პროფესიონალური დონის ამაღლებას, რომ მათ შეძლონ საკუთარი საქმიანობის ეფექტურად განხორციელება, შეასრულონ საზოგადოების მობილიზატორის და ადგილობრივი ინტერესების დამცველის როლი.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix