English Georgian












01-02-2013 მოწვევა სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად

 5 თებერვალს, საერთაშორისო ასოციაცია ,,კივიტას გეორგიკა’’ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობისთვის იწვევს სამოქალაქო, ბიზნეს და მედია სექტორის წარმომადგენლებს.
შეხვედრა ვიშეგრადის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის პირველი ეტაპია. პროექტი მიზნად ისახავს კავკასიის რეგიონში მდგრადი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობას, კონკრეტულად კი სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას. პროექტი კავკასიის რეგიონის სამ ქვეყანას მოიცავს. (საქართველო/სომხეთი/აზერბაიჯანი)
შეხვედრის მიზნები:

• სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ,,კივიტას გეორგიკას’’ მიერ პროექტთან დაკავშირებული ინიციატივებისა და გეგმების გაცნობა.
• ბიზნეს სექტორსა და საქმოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის დასაწყებად ინიციატივების განხილვა.
• პროექტთან დაკავშირებული საჭიროებების განსაზღვრა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ თქვენი, როგორც ქვეყნის განვითარების პროცესში ერთერთი მნიშვნელოვანი აქტორის ხედვები მდგრადი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების კუთხით. თქვენს ჩართულობას მსგავს პროექტებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება , რადგან გაქვთ ღირებული გამოცდილება, რომლის გაზირება და განხილვა სამუშაო შეხვედრას ნაყოფიერს გახდის.

სამუშაო შეხვედრა ჩატარდება ,,კივიტას გეორგიკას” ოფისში
მისამართი : თბილისი, წინამძღვრიშვილის ქუჩა #97
შეხვედრის თარიღი: 05.02.2013
დრო: 11:00-13:00
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ:
kabazashvili@civitas.ge

უკან
ადამიანური რესურსების მართვა
კივიტას გეორგიკას ამ პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს დეცენტრალიზაციის პროცესს და ადგილობრივი არჩეული თუ დანიშნული მოხელეების პროფესიონალური დონის ამაღლებას, რომ მათ შეძლონ საკუთარი საქმიანობის ეფექტურად განხორციელება, შეასრულონ საზოგადოების მობილიზატორის და ადგილობრივი ინტერესების დამცველის როლი.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix