სიახლე

კიდევ ერთი წარმატებული თანამშრომლობა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში


საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკასა და კომპანია Enka Insaat ve Sanayi AS-ის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, Enka Insaat ve Sanayi AS-მა ,,კივიტას გეორგიკას’’ ავეჯი გადასცა. აღჭურვილობის ნაწილი (მაგიდები, სკამები თაროები, კარადები) გამოყენებულ იქნა ქალაქ გორის მუნიციპალურ შენობაში ბიბლიოთეკის სივრცის მოსაწყობად, რომლითაც გორის მუნიციპალიტეტის 64 საბავშვო ბაღი ისარგებლებს.ბიბლიოთეკა გაიხსნა პოლონური ორგანიზაია Edukator-ისა და კივიტას გეორგიკას ერთობლივი პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და ბაგა ბაღების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.Edukator-ის მიერ მოხდა ბიბლიოთეკის წიგნებითა და სხვა საგანმანათლებლო ნივთებით აღჭურვა ბიბლიოთეკა გაიხსნა გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და ბაგა ბაღების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. ,, კივიტას გეორგიკა’’ მადლობას უხდის Enka Insaat ve Sanayi AS-ს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისათვის.

უკან
Copyright 2019 © International Association Civitas Georgica. All rights reserved