კონფერენცია პროექტის ,,საჯარო ბიბლიოთეკებისა და სკოლების დაკავშირება მაღალი სათემო მონაწილეობისთვის'' ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს საბიბლიოთეკიო ასოციაციასთან თანამშრომლობით ჩატარდა.
კონფერენციაზე საქართველოს ბიბლიოთეკების წარმომადგენლებს პოლონეთის ქალაქ გდინიას ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი შეხვდა და ბიბლიოთეკის მულტიფუნქციურ საქმიანობისა და როლზე პოლონური გამოცდილება გაუზიარა.
მონაწილეებს ასვე ჰქონდათ შესაძლებლობა მოესმინათ ჩეხი კოლეგის მოხსენება ჩეხეთის საბიბლიოთეკო ცხოვრების შესახებ.
ღონისძიებაზე ქართული ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებმა არსებული გამოწვევების შესახებაც ისაუბრეს.