სიახლე

კვლევა: COVID-19 პანდემიის გავლენა სკოლამდელ განათლებაზე


კივიტას გეორგიკა წარმოგიდგენთ კვლევას რომლითაც შევეცადეთ, შეგვეფასებინა პანდემიის გავლენა სკოლამდელი განათლების სისტემაზე და წარმოგვედგინა რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც გააუმჯობესებს არსებულ მდგომარეობას, ახლაც და სამომავლოდაც, კრიზისული სიტუაციისას. 

კვლევის ბმული

2020-2021 წლებში პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზიანა სკოლამდელი განათლების სისტემა. საქართველოში ერთი წლის განმავლობაში, 2020 წლის მარტიდან (პირველი კარანტინი) 2021 წლის მარტამდე საბავშვო ბაღებმა მხოლოდ 4-6 კვირა იმუშავა, ხოლო აჭარის რეგიონში საერთოდ არ უმუშავია. კვლევის ფარგლებში სწორედ ეს პერიოდი შევისწავლეთ – 2020 წლის  მარტიდან 2021 წლის პირველ მარტამდე, როდესაც საბავშვო ბაღებმა განაახლეს მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

კვლევა მომზადდა საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის  ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის  შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. 

უკან
Copyright 2019 © International Association Civitas Georgica. All rights reserved