სიახლე

ონლაინ სერვისები 26 ბიბლიოთეკაში


,,მაღალმთიან რეგიონებში სათემო ბიბლიოთეკების დახმარება პანდემიის პირობებში, ონლაინ სერვისების გასაზრდელად“ პროექტის ფარგლებში საქართველოს სამი რეგიონის (მცხეთა-მთიანეთი,რაჭა-ლეჩხუმი, იმერეთი), 9 მუნიციპალიტეტის 26 სათემო ბიბლიოთეკა აღიჭურვა ციფრული ტექნიკით, რომელთა საშუალებითაც პანდემიით გამოწვეული გართულებული მდგომარეობის შემსუბუქება გახდა შესაძლებელი;
ასევე, ბიბლიოთეკებს მიეწოდა საქართველოში პანდემიასთან ბრძოლის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების დაცვისთვის აუცილებელი აღჭურვილობა;
ოცდაექვსივე ბიბლიოთეკის თანამშრომელს ჩაუტრადა ტრენინგები, ინტერნეტ-სერვისების გამოყენებაში და საბიბლიოთეკო საქმეში, რომლების საფუძველზეც ისინი უკეთ შეძლებენ ბიბლიოთეკების მართვას COVID 19 პანდემიის და შემდგომ პერიოდში.
პროექტი განხორციელდა საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკასა“ და პოლონური ორგანიზაციის - ,,PCPM - პოლონური საერთაშორისო დახმარების ცენტრი“, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
უკან
Copyright 2019 © International Association Civitas Georgica. All rights reserved