სიახლე

კონფერენცია - ერთად სკოლამდელი განათლების განვითარებისთვის


12 თებერვალს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში კონფერენცია ,,ერთად სკოლამდელი განათლების განვითარებისთვის'' გაიმართა.ღონისძიების მიზანი იყო მონაწილეებისათვის პროექტის განხორციელებისას მიღწეული შედეგების გაცნობა და ახლად ჩამოყალიბებულ სკოლამდელი განათლების ეროვნულ ასოციაციასა და ცენტრალურ თუ ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ განეხილათ არსებული გამოწვევები, მსჯელობა მოხდა სკოლამდელი განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებზე, მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, განსაზღვრეს სკოლამდელი განათლების სფეროში წარმატებული პოლიტიკის შემუშავების გზები. კონფერენციის დღის მეორე ნაწილი დაეთმო სკოლამდელი განათლების ეროვნული ასოციაციის განვითარების საკითხებს. კონფერენცია გაიმართა ორგანიზაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვები “-ს (Save the Children)და საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას “ მიერ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა სოციალური ანგარიშვალდებულების პროცესების მეშვეობით“ ფარგლებში.კონფერენციას დასწრნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტროს, სხვა სამინისტროების, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები, პროექტში მონაწილე მერები, საქართველოს სკოლამდელი განათლების გაერთიანებებისა და სააგენტოს ყველა ხელმძღავანელი. ასევე, სკოლამდელი განათლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები და ექსპერტები.

უკან
Copyright 2019 © International Association Civitas Georgica. All rights reserved