სიახლე

სკოლამდელი განათლების სისტემის მხარდაჭერა საქართველოში


13 დეკემბერს, თბილისში, გაიმართა შემაჯამებელი კონფერენცია სახელწოდებით ,,სკოლამდელი განათლების სისტემის მხარდაჭერა საქართველოში'' კონფერენცია ამავე სახელწოდების პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ,,კივიტას გეორგიკა'' პოლონურ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,Edukator''-თან ერთად პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. კონფერენცია დაეთმო ისეთი საკითხების განხილვას როგორიცაა, პოლონეთის გამოცდილების გაზიარება სკოლამდელი განათლების ხარისხის მხარდაჭერის კუთხით, ამ მხრივ, საინტერესო იყო ვარშავის მწვანე საბავშვო ბაღის დირექტორის მიერ საკუთარი გამოცდილების გაზიარება. კონფერენციაზე ასევე განიხილეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული სკოლამდელი ცენტრების ქოუჩინგის პროცესის შედეგები. შეხვედრის განმავლობაში განისაზღვრა სამომავლო ნაბიჯები სკოლამდელი განათლების სფეროში თანამშრომლობის კუთხით. კონფერენციას ესწრებოდნენ ორგანიზაცია ,,Edukator''-ის საბჭოს პრეზიდენტი და წევრები, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი , გაეროს ბავშვთა ფონდის, ორგანიზაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვები''-სა და საქართველოს ბაღების გაერთიანებების წარმომადგენლები.

უკან
Copyright 2019 © International Association Civitas Georgica. All rights reserved