| 03-06-2013 CONNECT+ ტრენინგები წარმატებით დასრულდა |
,,კივიტას გეორგიკამ’’ უნგრელ, ჩეხ, პოლონელ და სლოვაკ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ვიშეგრადის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში 5 დღიანი ტრენინგები გამართა. ტრენინგების ქართველმა მონაწილეებმა დამატებითი ცოდნა და უნარები შეიძინეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თანამშრომლობა და კომუნიკაცია ბიზნესთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან,ასევე ინფორმაცია მიიღეს Networking-სა და Fundraising-ის საკითხებზე. ვრცლად
|
| 23-05-2013 CONNECT+ ტრენინგები იწყება |
საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა ვიშეგრადის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,V4 transition experience transfer for enhancing EaP CSOs' sustainability’’ ფარგლებში 27-დან 31 მაისის ჩათვლით არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის CONNECT+ტრენინგებს გამართავს, რომელსაც ჩეხი, პოლონელი და სლოვაკი ექსპერტები გაუძღვებიან, ტრენინგს მე-5 დღეს ბიზნეს სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებიც დაესწრებიან, ტრენინგები სამოქალაქო ,ბიზნეს და სამთავრობო სექტორს შორის თანამშრომლობისა და კომუნიკაციის გაუმჯობესების საკითხებს დაეთმობა. ვრცლად
|
| 20-05-2013 "თანამშრომლობა განვითარებისთვის II - ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა და პრევენცია გურიის და სამცხე-ჯავაეთის მუნიციპალიტეტებში" |
„თანამშრომლობა განვითარებისთვის II - ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა და პრევენცია გურიის და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში” პროექტის ფარგლებში, რომელაც ახორციელებს საერთასორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა და პოლონეთის დახმარების ცენტრი ( თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ) 13 – 15 მაისს კივიტას გეორგიკას ბაზაზე არსებულ პატარძეულის ტრენინგ ცენტრში გაიმართა ტრენინგი ექიმებისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის დადგენას და სწორი უზრუნველყოფითი პროცედურების ჩატარებას კრიზისული სიტუაციების დროს. ტრენინგს უძღვებოდნენ პოლონელი ექსპერტები. ვრცლად
|
| 03-04-2013 კონკურსი ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის |
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" გიწვევთ პარტნიორობისთვის პროექტში: "V4 transition experience transfer for enhancing EaP CSOs' sustainability".
პროექტი ვიშეგრადის ფონდის მიერ ფინანსდება და მიზნად ისახავს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებში მდგრადი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობას, სამოქალქო, ბიზნეს და თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
ვრცლად
|
| 27-02-2013 შეხვედრები სკოლამდელი განათლების ცენტრებთან |
საერთაშორისო ასოციაცია ,,კივიტას გეორგიკამ’’ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ალტრენატიული სკოლამდელი განათლება საქართვლოში“ ფარგლებში სკოლამდელი განათლების ცენტრების აღსაზრდელთა მშობლებთანშეხვედრებიჩაატარა. შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა, პროექტის მიმდინარეობისა და მშობელთა კმაყოფილების შეფასება.
ამავე პერიოდში, სკოლამდელი განათლების მუნიციპალური სტრატეგიების შემუშავების მიზნით, ჩატარდა შეხვედრები ადგილობრივ თვითმმართველობებში შექმნილ სამუშაო ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა ჯგუფების მიერ შემუშავებული სტრატეგიების პროექტების განხილვა და აღნიშნული სტრატეგიების საკრებულოებზე დამტკიცების სავარაუდო თარიღების შეთანხმება.
ვრცლად
|
| 12-02-2013 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ხაშურში |
2013 წლის 7 თებერვალს იაპონიიის საელჩოში საქართველოში ხელი მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას რომლის ფარგლებშიც იაპონიის განვითარების სააგენტომ საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას ხაშურის პირველი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის 120 ათასი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი გამოუყო. ვრცლად
|
| 11-02-2013 სკოლამდელი განათლება საქართველოში-შეხვედრა ,,კივიტას გეორგიკაში”
|
  ,,სკოლამდელი განათლების ალტერნატიული მოდელი საქართველოში’’- პროექტის ფარგლებში ,,კივიტას გეორგიკას’’ ოფისში დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტს ,,კივიტას გეორგიკა’’ Unicef-ის დაფინანსებით ახორციელებს. შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამეტნო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პოლონეთის საელჩოს წარმოამგენლები, საბავშვო ბაღებისა და სკოლამდელი განათლების საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცის წევრები, პარტნიორი პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია ედუკატორის წარმომადგენელი და თავად ,,კივიტას გეორგიკას’’ სკოლამდელი განათლების სპეციალისტები.
ვრცლად
|
| 01-02-2013 მოწვევა სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად |
5 თებერვალს, საერთაშორისო ასოციაცია ,,კივიტას გეორგიკა’’ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობისთვის იწვევს სამოქალაქო, ბიზნეს და მედია სექტორის წარმომადგენლებს. ვრცლად
|
| 02-12-2012 კონფერენცია "განათლება და მოქალაქეობა" |
29 ნოემბერს ქალაქ ქუთაისში კივიტას გეორგიკას და მისი პარტნიორი ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციების - აგორა და ადამიანი გაჭირვებაში მიერ გაიმართა კონფერენცია "განათლება და მოქალაქეობა". კონფერენცია დააფინანსა აშშ საელჩომ საქართველოში ვრცლად
|
| 12-09-2012 ტრენინგი სკოლამდელი განათლების ხარისხის მართვაში |
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" და მისი პარტნიორი პოლონური ორგანიზაცია "ედუკატორი" 2012 წლის 12 სექტემბერს აწყობენ ტრენინგს სკოლამდელი განათლების ხარისხის სფეროში. ტრენინგი ჩატარდება დაბა ურეკში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. ვრცლად
|