English Georgian












04-10-2013 სკოლამდელი განათლების საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში
 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით სკოლამდელი განათლების პირველი საერთაშორისო კონფერენცია “სკოლამდელი განათლება საქართველოში - რეალობა და პერსპექტივები” გაიმართა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ კივიტას გეორგიკას წარმომადგენლები ოლღა მუსხელიშვილი, გიორგი მეხიძე და პარტნიორი პოლონური ორგანიზაცია "ედუკატორის" წარმომადგენელი მარჟენა რაფალსკა. ვრცლად

30-09-2013 ტრენინგი ახალციხეში
 ახალციხის სახანძრო–სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს პოლონელი კოლეგები ტრენინგებს უტარებენ. მათ საჩუქრად ჰიდრავლიკური მაკრატლები ჩამოიტანეს და საგზაო კატასტროფების შემთხვევისას მათი გამოყენების შესახებ ადგილობრივებს ინსტრუქტაჟს აცნობენ. იხილე სიუჟეტი

ვრცლად

27-09-2013 ტრენინგი მასწავლებლებისთვის ხაშურის სამაბშვო ბაღში
 ხაშურის საბავშვო ბაღში გაიმართა ტრენინგი მასწავლებლებისთვის, რომლებიც ახალ სასწავლო წელს რეაბილიტირებულ შენობაში და კეთილმოწყობილ ეზოში დაიწყებენ. ტრენინგი ჩაატარეს კივიტას გეორგიკას ტრენერებმა ო.მუსხელიშვილმა და ა.კალანდაძემ. ტრენინგი ჩატარდა ლიტვის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ვრცლად

17-09-2013 საზაფხულო სკოლა უნგრეთში წარმატებით დასრულდა
 ვიშეგრადის მიერ დაფინანსებული პროექტის   FIT and CONNECT+ in Caucasus- V4 transition experience transfer for enhancing EaP CSOs' sustainability’’  ფარგლებში შერჩეულმა  ოთხმა ქართველმა მონაწილემ უნგრეთში  საზაფხულო სკოლაში მიიღო მონაწილეობა.  ერთკვირიან  FIT (Fundraising, Impact, Transparency) ტრენინგებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტრენინგებს ჩეხი, სლოვაკი და უნგრელი ექსპერტები უძღვებოდნენ. ვრცლად

15-09-2013 კონკურსი-ონლაინ კურსები თემებზე:სოციალური მედია სოციალური ცვლილებებისთვის და ინტერნეტ უსაფრთხოება

 საერთაშორისო ორგანიზაცია Transitions (TOL) და საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა ონლაინ სწავლების კურსებში მონაწილეობის მისაღებად აცხადებენ კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისათვის თემებზე: სოციალური მედია სოციალური ცვლილებებისათვის და ონლაინ უსაფრთხოება.დისტანციური სწავლების კურსები 15-დან 24 ოქტმბრის ჩათვლით ჩატარდება.

ვრცლად

22-08-2013 ტრენინგი თემის ლიდერებისთვის
  საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას ტრენერების მიერ 2013 წლის აგვისტროს თვეში ჩატარდა ორდღიანი ტრეინინგები “ლიდერობასა და თემის მობილიზაციაში” საქართველოს ხუთი მუნიციპალიტეტის (ხაშური, სენაკი, ყვარელი, ლანჩხუთი და ჩოხატაური) თემებში არჩეული სოფლის პარლამენტის წევრებისათვის. სულ ჩატარდა 7 ტრეინინგი, მათ შორის 5 ადგილზე – მუნიციპალიტეტებში, ხოლო 2 პატარძეულში. ვრცლად

19-08-2013 ესტონეთის სასოფლო პარლამენტი - გამოცდილების გაზიარება
 კივიტას გეორგიკას წარმომადგენლები, გიორგი მესხიზე და ალექსანდრე კალანდაძე მონაწილეობდნენ ესტონის სასოფლო პარლამენტების მე-10 შეკრებაში რომელიც გაიმართა 2013 წლის 9-11 აგვისტოს კუნძულ სარემააზე. ვიზიტი განხორციელდა პროექტის "სასოფლო პარლამენტი საქართველოში" ფარგლებში გამოცდილების გაზიარების მიზნით. ვრცლად

01-07-2013 ტრენინგები ექთნებისთვის სამცხე-ჯავახეთში
წარმატებით ჩატარდა ტრენინგები სამცხე-ჯავახეთის და გურიის სამედიცინო ამბულატორიების ექთნებისათვის. ტრენინგის ბოლოს მათ გადაეცათ სარგებლობაში პირველადი სამედიცინო ნაკრებები. პროექტი ხორციელდება კივიტას გეორგიკას და პოლონეთის საერთაშორისო დახმარების ცენტრის მიერ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭეტრით.

ვრცლად

01-07-2013 ლიტვის საელჩო ეხმარება ხაშურის საბავშვო ბაღს
 ლიტვის საელჩო საქართველოში თანადაფინანსებას გაუწევს ხაშურის #1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტს, კერძოდ ის დააფინანსებს ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებს, მასწავლებელტა ტრენინგებს და სხვა საქმიანობას. პროექტს განახორციელებს საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას ეორგიკა" ვრცლად

27-06-2013 პროექტი ,,ერთად ბავშვთა უფლებებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად’’
საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკამ პოლონურ არასამთავრობო ორგანიზაცია EDUKATOR-თან და საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსთან ერთად 2013 წლის აპრილის თვიდან პროგრამა „„ დემოკრატიის ხელშეწყობა“ ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით დაიწყო პროექტი: ,,ერთად ბავშვთა უფლებებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად’’.
ვრცლად

[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18]
მოგესალმებით
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" არის არაკომერციული, არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა თბილისში რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს კავკასიაში.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix