English Georgian












12-04-2012 სკოლამდელი განათლების ხარისხი - საგანმანათლებლო პოლიტიკის მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე
საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკამ პოლონურ არასამთავრობო ორგანიზაცია EDUKATOR თან ერთად სამეგრელო-ზემოსვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში დაიწყო პროექტი „სკოლამდელი განათლების ხარისხი - საგანმანათლებლო პოლიტიკის მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე“
ვრცლად

13-02-2012 გორის მუნიციპალიტეტთან მემორანდუმი გაფორმდა
 გორის მუნიციპალიტეტსა და საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის მიზანია განსაზღვროს მხარეების პასუხისმგებლობა პროექტის ":ალტერნატიული სკოლამდელი განათლების პილოტური მოდელი საქართველოში" ფარგლებში. მემორანდუმი იხილე ვრცლად

13-02-2012 ალტერნატიული სკოლამდელი განათლება დმანისში
  დმანისის მუნიციპალიტეტში დაიწყო კივიტას გეორგიკას პროექტი "ალტერნატიული სკოლამდელი განათლება საქართველოში" . პროექტი დაფინანსებულია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ. იხილეთ ბმული ვრცლად

07-02-2012 ტრენინგი ბაკურიანში სკოლამდელი განათლების ალტერნატიული ცენტრებისთვის
 ბაკურიანში ჩატარდა პირველი ტრენინგი სკოლამდლეი განათლების ალტერნატიული ცენტრების პედაგოგებისთბის. სულ ტრენინგში მონაწილეობდა 16 პედაგოგი დმანისის, მარნეულის, გორის, ხაშურის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტებიდან. ალტერნატიული სკოლამდელი ცენტრების გახსნა ამ მუნიციპალიტეტებში დაგეგმილია თებერვლის ბოლომდე.
პროექტი დაფინანსებულის გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ. ვრცლად

06-02-2012 Our children, our future: pre-school education in conflict-affected areas of Georgia
 Our children, our future: pre-school education in conflict-affected areas of Georgia ვრცლად

25-01-2012 საჩუქარი საგარეჯოელ მეხანძრეებს
 საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკამსაგარეჯოელ მეხანძრეებს საჩუქრები გადასცა. აღჭურვილობის შეძენა მოხდა პროექტის "კრიზისული სიტუაციების მართვა საქართველოში" ფარგლებში. პროექტი პოლონეთის საერთაშორისო დახმარების პროგრამის ფარგლებშია დაფინანსებული და კივიტას გეორგიკა მას ახორციელებს PCPM თან ერთად. ვრცლად

20-01-2012 ტრენინგი ქსელურ მუშაობაში
 16–18 იანვარს კივიტას გეორგიკაში გაიმართა ტრენინგი ქსელურ მუშაობაში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ვრცლად

13-12-2011 სასკოლო დებატები კრიზისული სიტუაციებზე
 გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის გაიმართა კონკურსი-დებატები კრიზისული სიტუაციების თემაზე. ვრცლად

11-12-2011 სახანძრო-სამაშველო ოპერაციის სიმულაცია
  „ადგილობრივი განვითარება, ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისა და მართვის დაგეგმვა და რეფორმების მხარდაჭერა გურიის რეგიონში“ პროექტის ფარგლებში ლანჩხუთში ავარია-ხანძრის იმიტაცია მოეწყო. ის წვრთნები მიზნად ისახავდა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემაში მომუშავე მეხანძრეების, მოხალისე სახანძრო ბრიგადების სამაშველო და ხანძართან ბრძოლის უნარების გაუმჯობესებას. წვრთნებში მონაწილეობდნენ პოლონეთის საერთაშორისო დახმარების ფონდის ცენტრი, საერთაშორისო ორგანიზაცია „კივიტას გეორგიკა“, შს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტი, გურიის რეგიონული სამაშველო სამსახური, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის სახანძრო-სამაშველო სამსახურები, სასწრაფო დახმარება, პოლიცია.  ვრცლად

11-12-2011 გურიის მუნიციპალიტეტებს სახანძრო-სამაშველო სამსახურებისთვის სპეცტექნიკა გადაეცა
  პროექტის “ადგილობრივი განვითარება, ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისა და მართვის დაგეგმვა და რეფორმების მხარდაჭერა გურიის რეგიონში“ ფარგლებში მოხდა ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებისთვის სპეცტექნიკის გადაცემა. სასწრაფო დახმარების მანქანის (სამაშველო სამსახურისთვის არის განკუთვნილი), გარდა, საჩუქრებს შორისაა: რკინის პნევმატური მკვნეტარა, წყლის ტუმბო, სახანძრო სახელოები, ფანრები, ქიმიური თავდაცვის ტანსაცმელი, განგაშის საყვირები (რომლებიც სოფლებში გადანაწილდება) და სხვა აუცილებელი სპეცტექნიკა სახანძრო-სამაშველო სამსახურისთვის. პროექტი ხორციელდება პოლონეთის საერთაშორისო დახმარების ფონდის, საერთაშორისო ორგანიზაცია „კივიტას გეორგიკას“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობით.  
  ვრცლად

[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18]
მოგესალმებით
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" არის არაკომერციული, არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა თბილისში რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს კავკასიაში.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix