English Georgian












24-07-2019 კონფერენციები ,,სკოლამდელი განათლების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტის დონეზე“
 22 და 24 ივლისს, ქალაქ ქუთაისსა და თბილისში გაიმართა მასშტაბური კონფერენციები ,,სკოლამდელი განათლების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტის დონეზე ''შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებმა და საბავშვო ბაღების გაერთიანებების ხელმძღვანელებმა, კონფერენციებს ასევე დაესწრნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მასწაველებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, გაეროს ბავშვთა ფონდის, წარმომადგენლები, ღონისძიებებზე ქუთაისსა და თბილისში იმყოფებოდნენ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი და პოლონეთის ქალაქ ელკის მერი. 
ვრცლად

05-04-2019 მერების დეკლარაცია ,, სკოლამდელი განათლება–პრიორიტეტული სოციალური ანგარიშვალდებულება'' ხელმოწერილია
 საქართველოს 7 მუნიციპალიტეტის მერებმა 5 აპრილს, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში დეკლარაციას სახელწოდებით ,,სკოლამდელი განათლება–ჩვენი პრიორიტეტული სოციალური ანაგრიშვალდებულება'' მოაწერეს ხელი. დეკლარაციის ინიციატორები რუსთავის, ბაღდათის, გარდაბნის, მარენულის, თიანეთის, დუშეთის და ოზურგეთის მერები არიან, რომელთაც ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების მნიშვნელობას და სფეროს განვითარების ხელშეწყობისთვის მზაობას ოფიციალურ დოკუმენტზე ხელმოწერით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი. ინიციატივის განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს სკოლამდელმა ეროვნულმა ასოციაციამ, რომელიც თავის მხრივ პროექტის ,,საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა სოციალური ანგარიშვალდებულების პროცესების მეშვეობით'' ფარგლებში 2018 წელს დაფუძნდა. ვრცლად

12-02-2019 კონფერენცია ,,ერთად სკოლამდელი განათლების განვითარებისთვის''

12 თებერვალს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში კონფერენცია ,,ერთად სკოლამდელი განათლების განვითარებისთვის'' გაიმართა.ღონისძიების მიზანი იყო მონაწილეებისათვის პროექტის განხორციელებისას მიღწეული შედეგების გაცნობა და ახლად ჩამოყალიბებულ სკოლამდელი განათლების ეროვნულ ასოციაციასა და ცენტრალურ თუ ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ განეხილათ არსებული გამოწვევები, მსჯელობა მოხდა სკოლამდელი განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებზე, მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, განსაზღვრეს სკოლამდელი განათლების სფეროში წარმატებული პოლიტიკის შემუშავების გზები. კონფერენციის დღის მეორე ნაწილი დაეთმო სკოლამდელი განათლების ეროვნული ასოციაციის განვითარების საკითხებს

ვრცლად

15-01-2019 კიდევ ერთი წარმატებული თანამშრომლობა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში
 საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკასა და კომპანია Enka Insaat ve Sanayi AS-ის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, Enka Insaat ve Sanayi AS-მა ,,კივიტას გეორგიკას’’ ავეჯი გადასცა. აღჭურვილობის ნაწილი (მაგიდები, სკამები თაროები, კარადები) გამოყენებულ იქნა ქალაქ გორის მუნიციპალურ შენობაში ბიბლიოთეკის სივრცის მოსაწყობად, რომლითაც გორის მუნიციპალიტეტის 64 საბავშვო ბაღი ისარგებლებს. ბიბლიოთეკა გაიხსნა პოლონური ორგანიზაია Edukator-ისა და კივიტას გეორგიკას ერთობლივი პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და ბაგა ბაღების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.Edukator-ის მიერ მოხდა ბიბლიოთეკის წიგნებითა და სხვა საგანმანათლებლო ნივთებით აღჭურვა. ,, კივიტას გეორგიკა’’ მადლობას უხდის Enka Insaat ve Sanayi AS-ს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისათვის. ვრცლად

10-12-2018 კონფერენცია ,,სამოქალაქო საზოგადოების და ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოში''
 პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების და ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოში'' ფარგელბში შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე მოხდა პროექტის მიღწევებისა და შედეგების შეჯამება, ასევე მოწვეულმა სპიკერებმა და პროექტის მონაწილეებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე როგორიცაა: სამოქალაქო განათლება მონაწილეობის ამაღლებისთვის; სამოქალაქო აქტიურობის მნიშვნელობა, ჩართულობის ფორმები; ახალგაზრდული პრიორიტეტები და ა.შ. კონფერენციაზე მოხდა პროექტის ფარგლებში მომაზადებული პუბლიკაციის ,,სამოქალაქო ჩართულობა-სტატიების კრებულის'' პრეზენტაცია. პროექტი ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით კივიტას გეორგიკამ და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია Agora CE- ს მიერ განხორციელდა. ვრცლად

18-09-2018 კივიტას გეორგიკას პროექტის გუნდი დაესწრო ტრენინგს სტამბულში

კივიტას გეორგიკას პროექტის გუნდმა მონაწილეობა მიიღო ბენეფიციარების ტრენინგში, რომელიც გაიმართა სტამბულში 13-14 სექტემბერს. ის ორგანიზებული იყო შავი ზღვის აუზის ერთობლივი ოპერაციული პროგრამის მიერ 2014-2020.

ვრცლად

01-07-2018 საზაფხულო ბანაკი ,,ისწავლე და გამოცადე დემოკრატია''
პროექტის ,,ისწავლე და გამოცადე დემოკრატია'' ფარგლებში, წარმატებით დასრულდა საზაფხულო ბანაკი სკოლის მოსწავლეებისთვის. ბანაკში მონაწილეობა მიიღეეს დებატებისა და ესეების კონკურსის შედეგად შერჩეულმა ახალგაზრდებმა, რომლებთანაც 5 დღის განმვალობაში პატარძეულის ტრენინგ ცენტრში პროექტის პარტნიორი უნგრულ ორგანიზაცია Demnet-ის ტრენერები მუშაობდნენ. ბანაკი განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა პრაქტიკულ აქტივობაში, მათ შორის ფორუმ თეატრში.
საზაფხულო ბანაკმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების კუთხით.
პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების მთავრობის მიერ.
ვრცლად

19-06-2018 სასკოლო დებატების კონკურსის ფინალი!
 პროექტის ,,ისწავლე და გამოცადე დემოკრატია''-ევროპული გამოცდილების გაზიარება სწავლების ინტერაქციულ მეთოდებსა და დებატებში'' სასკოლო დებატების ფინალი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩატარდა. ფინალში მონაწილეობას სოფელ საიმერლოს, გორის, ბოლნისისა და სურამის საჯარო სკოლის დებატ-გუნდები იღებდნენ. დებატების კონკურსში გამარჯვება ქ.გორის მე-12 სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს. პროექტი ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება. ვრცლად

30-04-2018 დებატების კონკურსის ნახევარფინალი მოსწავლეებს შორის
 პროექტის ფარგლებში ,,ისწავლე და გამოცადე დემოკრატია-ევროპული გამოცდიელბის გაზიარება სწავლების ინტერაქციულ მეთოდებსა და დებატებში'' სამიზნე სკოლების მოსწავლეთა დებატ გუნდებს შორის დებატების კონკურსის ნახევარფინალები გაიმართა. მოსწაველეებმა, რომლებიც პროექტში ჩართულმა მასწავლებლებმა დებატების ტრენინგზე მიღებული ცოდნის შედეგად მოამზადეს, წინასწარ მომზადებულ 6 აქტუალურ თემაზე იდებატეს. ღონისძიებებს ბოლნისში, ხაშურსა და გორში ჯამში 200-მდე მოსწავლე და მათი პედაგოგები დაესწრნენ. 12 სკოლის 12 გუნდიდან უკვე გამოვლინდა 4 ფინალისტი , რომელიც ერთმანეთს დებატების კონკურსის ფინალში რამდენიმე თვეში შეხვდება. ვრცლად

02-04-2018 საქართველოს სკოლამდელი ეროვნული ასოციაციის დამფუძნებელი სამუშაო ჯგუფის წევრების შეხვედრა-ტრენინგი ბორჯომში
 პროექტის ,, საქართველოში სკოლამდელი განათლების გაუმჯობესება სოციალური ანგარიშვალდებულების პროცესების მეშვეობით '' ფარგლებში 27–29 მარტს ბორჯომში საქართველოს სკოლამდელი ეროვნული ასოციაციის დამფუძნებელ სამუშაო ჯგუფის წევრებთან შეხვედრა-ტრენინგი გაიმართა. შეხვედრას სამუშაო ჯგუფის 20 წევრი ესწრებოდა. ჯგუფის წევრებმა გაიცნეს ერთმანეთი, იმსჯელეს ასოციაციის ხედვაზე მის სამომვალო მიზნებსა და ამოცანებზე, ასევე მართვასა და სტრუქტურაზე.სამუშაო პროცესი ნაყოფიერად და ხალისიანად წარიმართა. სამუშაო ჯგუფის წევრთა მომდევნო შეხვედრა აპრილის მეორე ნახევარში იგეგმება. პროექტს კივიტას გეორგიკა საერთაშორისო ორგანიზაცია ,,Save the Children''-თან თანამშრომლობით მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს. ვრცლად

[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18]
მოგესალმებით
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" არის არაკომერციული, არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა თბილისში რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს კავკასიაში.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix