English Georgian












15-09-2014 ვაგრძელებთ ინფორმაციის მოწოდებას „წყალდიდობის საწინააღმდეგო ადრეული გაფრთხილება და პრევენცია მდინარეების კაბალისა და დურუჯის განსაკუთრებული გათვალისწინებით საქართველოში” – 224PPR2014/M. პროექტის შესახებ.

ვაგრძელებთ ინფორმაციის მოწოდებას „წყალდიდობის საწინააღმდეგო ადრეული გაფრთხილება და პრევენცია მდინარეების კაბალისა და დურუჯის განსაკუთრებული გათვალისწინებით საქართველოში” – 224PPR2014/M. პროექტის შესახებ. 2014 წლის 10-12 სექტემბერს საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას ოფისში შედგა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, სოფ.კაბალის რწმუნებული, გარემოს ეროვნული სააგენტოს ექსპერტები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. შეხვედრაზე პოლონელმა ჰიდროლოგებმა წარადგინეს მდ.კაბალის და მდ.დურუჯის წყალდიდობის მოდელირების შედეგები. განხილული იყო მოდელირების გათვლის მეთოდიკა, გამოყენებული მონაცემთა ბაზები, მიღებული შედეგები. მუნიციპალიტეტების გამოცდილებაზე დაყრდნობით, განხილული იყო მოდელების სიზუსტე, შესაძლო ევაკუაციის სქემები და სხვა საკითხები.

 

უკან
კრიზისული სიტუაციების მართვა
კივიტას გეორგიკას ამ პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს დეცენტრალიზაციის პროცესს და ადგილობრივი არჩეული თუ დანიშნული მოხელეების პროფესიონალური დონის ამაღლებას, რომ მათ შეძლონ საკუთარი საქმიანობის ეფექტურად განხორციელება, შეასრულონ საზოგადოების მობილიზატორის და ადგილობრივი ინტერესების დამცველის როლი.
02-09-2010 სკოლამდელი განათლების ცენტრები სასოფლო რეგიონებში
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია დასახლებული პუნქტი, სადაც არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულებები. ეს შემთხვევა აღწერს "კივიტას გეორგიკას"მიდგომას ამ პრობლემის მოგვარებისთვის.
ვრცლად

05-10-2007 სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივა
ეს შემთხვევა აღწერს სამოქალაქო მონაწილეობის ინიციატივას ამბროლაურსა და ოზურგეთში.
ვრცლად

ინტერაქტივი
სამოქალაქო მონაწილეობის დონე საქართველოში
მაღალია
დაბალია
არავის აინტერესებს მონაწილეობა


საწყისი | საიტის რუქა | კონტაქტი

Copyright © International Association Civitas Georgica. All rights reserved Created by WebMix