სიახლე | გალერეა 

სასწავლო პროგრამა:

პროგრამა შედგება 8 თემისგან, რომელიც მოიცავს საზოგადოებრივი ორგანიზაციის ფუნქციონირების ძირითად საკითხებს. თითოეულ საკითხის გაშლა ხდება „ზრდასრულთა სწავლების“ მეთოდოლოგიით, რაც გულისხმობს არა ლექციურ, „მონოლოგურ“ საუბარს, არამედ მთელი რიგი ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებას. თითქმის ყველა თემაზე იქნება „კლასგარეშე“ სამუშაო- პრეზენტაცია, ესსე, ინფორმაციის მოძიება თუ პროექტის მომზადება. ქვემოთ მოცემულია ძირითადი თემები:

1. საზოგადოებრივი გაერთიანებები: გენეზისი, ტიპოლოგია და ფუნქციები
რა არის საზოგადოებრივი გაერთიანება? საზოგადოებრივი ორგანიზაციების დანიშნულება და ფუნქცია. მესამე სექტორი საქართველოში. საზოგადოებრივი გაერთიანებების ჩამოყალიბების მოტივაცია. ინტერესთა ჯგუფები. საზოგადოებრივი გაერთიანებების კლასიფიკაცია (არაკომერციული, არამომგებიანი, არასამთავრობო და სხვ). რისკები და უპირატესობები.

2. მესამე სექტორი საზოგადოებაში
სამი სექტორი სახელმწიფოში. მესამე სექტორი და - სახელმწიფო, ბიზნესი, თვითმმართველობა - თანამშრომლობა თუ კონკურენცია. საზოგადოებრივი აქტიურობა. საზოგადოებრივი მონიტორინგი, ანგარიშვალდებულება. გადაწყვეტილების მიღების პროცესი და მონაწილეობა, მონაწილეობის საფეხურები, მონაწილეობის ფორმები და მეთოდები. ლობიერება და ადვოკატირება.

3. არასამთავრობო ორგანიზაციის საკანონმდებლო საფუძვლები
საქართველოს კანონმდებლობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე. გრანტი. ლგოტები და მოთხოვნები. საერთაშორისო პრაქტიკა.

4. არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამოყალიბება
მისია, ხედვა, საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბება. არასამთავრობო ორგანიზაციების ფორმები. წესდება. რეგისტრაცია და საკანონმდებლო მოთხოვნები. ანგარიშის გახსნა. წევრები და თანამშრომლები, მოხალისეები. ბენეფიციარები. ორგანიზაციული სტრუქტურა.

5. არასამთავრობო ორგანიზაციის მართვა
არასამთავრობო ორგანიზაციის „სასიცოცხლო ციკლი“. განვითარების საფეხურები. საბჭო და მისი ფუნქციები. გუნდი და ლიდერები, ხელმძღვანელობის სტრატეგია.ეთიკის კოდექსი. მოხალისეთა მოზიდვა. დაგეგმვა და შეფასება. ფინანსური წყაროები. ფანდრაიზინგი.

6. პროექტები
რა არის პროექტი? ურთიერთობა დონორებთან. იდეიდან პროექტამდე. განაცხადის ფორმები და სახეები. საპროექტო წინადადება. პროექტის „ლოგიკური ჩარჩო“. მომზადების ციკლი.

7. პროექტის მართვა
პროექტის მართვის თავისებურებები. საპროექტო „გუნდი“. ვადები და პასუხისმგებლობები. ფუნქციათა განაწილება. მონიტორინგი და შეფასება. ანგარიში და მისი სახეები.

8. საზოგადოებრივი კამპანიები და სამოქალაქო მონაწილეობა
კამპანიის დანიშნულება.. როგორ ავირჩიოთ საკითხი? განხორციელების სტრატეგია. მიზნები, ლოზუნგი. ტაქტიკა. კოალიციები და ქსელები. ინტერესთა თანხვედრა და წინააღმდეგობები. მუშაობა მას მედიასთან და ინტერესთა ჯგუფებთან.

პროგრამის მიმდინარეობის ბოლო ორი თვის განმავლობაში მონაწილენი მუშაობენ კონკრეტულ პროექტებზე, რომელთა წარდგენას მოახდენენ „project fair” დროს. გარდა ამისა, მონაწილეები გადიან ერთკვირიან სტაჟირებას წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებში მათი ინტერესების შესაბამისად.

სასწავლო მასალები:

აქედან თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ზოგიერთი პრეზენტაცია და თეორიული მასალა.

სამოქალაქო საზოგადოება

დემოკრატია და არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციების საბიუჯეტო საკითხები

ათი შეკითხვა საქართველოს პროლიტიკურ განვითარებაზე

კომუნიკაცია და პრეზენტაცია

რა არის პროექტი

როგორ მოვამზადოთ ანგარიშები

ლიდერობა


Copyright Civitas Georgica 2007