|
პროგრამა გრძელდება 4-6 თვე (გამომდინარე ჯგუფის ზომიდან) შუაში 1 თვიანი შესვენებით. სიგმა'07 დაიწყო 2007 წლის ივნისში და დასრულდა ნოემბერის ბოლოს.
სწავლება - ლექცია სემინარების და ინტერატიული ტრენინგების კომბინაცია გრძელდება 4 თვე. კანასკნელი 2 თვის განმავლობაში მონაწილეები მცირე ჯგუფებში მუშაობენ მენტორებთან, არჩევენ მათთის საინტერესო საკითხს, აგროვებენ მონაცემებს და სხვ. პროგრამის მე-5 თვეს დაგეგმილია ერთ-ორ კვირიანი მივლინებები წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებში. პროგრამის მონაწილეები ადგილზე და უშუალოდ სამუშაო გარემოში ეცნობიან არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის სტილს და პრინციპებს.
|