სიახლე | გალერეა 

პროგრამა "სიგმა" არ ითვალისწინებს მხოლოდ სასწავლო კომპონენტს. მისი მიმდინარეობის პირველივე ეტაპიდან ხდება მონაწილეების წახალისება საზოგადოებრივი საქმიანობისთვის. სიგმა'07 მონაწილეები მთელი პროექტის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა ატივობებში: მიიღეს მონაწილეობა აქციაში (ტყის გაჩეხვის საწინააღმდეგოდ), მოახდინეს ორი მრგვალი მაგიდის ორგანიზება - ერთი ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხოლო მეორე უნკლუზიურ განათლებაზე.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მონაწილეთა აქტიურობა "სამოქალაქო მონაწილეობის კვირეულის" ფარგლებში (სექტემბრის ბოლო კვირა). მონაწილეთა მიერ განხორციელდა: ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სიონში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გამწვანების აქციის ორგანიზება, სამოქალაქო აქცია "ნაფეხურები" რუსთავში, გლდანო-ნაძალადევის გამგებლის შეხვედრის ორგანიზება თბილისის ზღვის ტერიტორიაზე კომპაქტურად ჩასახლებულ იძულებით გადადგილებულ პირებთან, ნარკომანიის წინააღმდეგ მოწყობილი აქცია თბილისის სკოლებში, კონკურსი ახალგაზრდებში "რა მინდა ვუთხრა ხელისუფლებას?", მონაწილეობის მნიშვნელობაზე სარეკლამო რგოლის მომზადება და მრავალი სხვა.

გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში მომზადდა 6 პროექტი, რომელიც დონორებს წარედგინათ დასაფინანსებლად. აქედან ორი - ზრუნვამოკლებულ ახალგაზრდების საკითხებზე რუსთავში და ინკლუზიური განათლების პროექტი მუნიციპალიტეტთან პარტნიორობით ხაშურში, დაფინანსდა.


Copyright Civitas Georgica 2007