კვირეულის ისტორია
2005 წლის მაისში, ბულგარეთში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოქალაქეთა ქსელის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, აშშ-ს დელეგაციამ და არასამთავრებო ორგანიზაციებმა 16 ევროპული ქვეყნიდან იმსჯელეს მოქალაქეთა მონაწილეობის სტიმულირებასა და მონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობაზე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. კონფერენციის წევრებმა სექტემბრის ბოლო კვირა გამოცხადეს მოქალაქეთა მონაწილეობის კვირეულად, ასევე შეიმუშავეს საერთო ლოგო და სლოგანი ამ ღონისძიებისათვის. მონაწილე ორგანიზაციებმა საკუთარ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა დაგეგმონ, შეიმუშავონ და განახორციელონ მოქალაქეთა მონაწილეობის კვირეულის ღონისძიებები თავიანთ ქვეყნებში. მათ ასევე დადეს პირობა, რომ ერთიანი ძალებით იმუშავებენ საერთო ევროპული პრაქტიკის დასამკვიდრებლად - სექტემბრის ბოლო კვირა უნდა აღინიშნოს კალენდრებში, როგორც მოქალაქეთა მონაწილეობის კვირა.   


Copyright Civitas Georgica 2007