რა არის სიგმა?
ფონდის "ღია საზოგადოება საქართველო" და "საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკას" პარტნიორული პროექტი "სამოქალაქო განათლების პროგრამა "სიგმა" მიმართულია დროებით უმუშევარი საქართველოს მოქალაქეების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების და საზოგადოებრივი გააქტიურებისკენ. 4 თვიანი სასწავლო პროგრამა ფარავს ყველა იმ საკითხს, რაც აუცილებელია იცოდეს ადამიანმა, ვისაც საზოგადოებრივი ინტერესებისთვის სურს გამოიჩინოს მოქალაქეობრივი აქტივობა, ანუ პროგრამა გამიზნულია მათთვის, ვინც
არის დროებით უმუშევარი,
სურს ცხოვრების შეცვლა,
აქვს ახალი იდეები,
ეძებს თანამოაზრეებს
მოკლედ, აქვს სურვილი ჩაერთოს სამოქალაქო აქტივობაში, ჩამოაყალიბოს არაკომერციული ორგანიზაცია და განახორციელოს საკუთარი პროექტი.
ჩამოტვირთეთ სარეკლამო რგოლი
რას ითვალისწინებს სასწავლო პროგრამა?
სასწავლო პროგრამა გრძელდება 4 თვის (96 საათი) განმავლობაში და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგრიცაა:
- საზოგადოებრივი გაერთიანებები, მათლი დანიშნულება, ფუნქციები, ჩამოყალიბება და მართვა
- იდეიდან პროექტამდე: განაცხადის ფორმები და სახეები, საპროექტო მუშაობა
- საზოგადოებრივი კამპანიები
- მონაწილების სახეები, ფორმები და მეთოდები
- კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები და სხვ.
ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობის მიღება?
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია მინიმუმ 23 წლის დროებით უმუშევარ საქართველოს ნებიმიერ მოქალაქეს. პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭიროა შეავსოთ განაცხადი. მიღება ხდება კონკურსის საფუძველზე.
სად და როგორ შემოვიტანო განაცხადის ფორმა?
პროგრამაში მიღება ხდება წელიწადში ერთხელ. განაცხადის მიღებისთვის და ვადებისთვის დაუკავშირდით "კივიტას გეორგიკას" შემდეგ მისამართზე: წინამძღვრიშვილის ქ.97, ტელ: 911948.
როგორ ხდება მონაწილეთა შერჩევა?
მონაწილეთა შერჩევა ხდება შემოსული განაცხადის და გასაუბრების საფუძველზე. უპირატესობა ენიჭებათ ყოფილ საჯარო მოხელეებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ჩამოტვირთეთ ბროშურა გვერდი 1 და გვერდი 2
|