პროექტის შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის ქმედითუნარიანობის საკითხი დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა. მიუხედავად 10 წლიანი გამოცდილებისა, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ჯერაც ვერ დაიკავეს ღირსეული ადგილი ქვეყნის სახელისუფლებო სტრუქტურაში. ამის ერთ-ერთი მიზეზი პერმანენტული ადმინისტრაციული და პოლიტიკური ცვლილებებია, თუმცა, ადგილობრივ მოხელეთა და არჩეულ პირთა კვალიფიკაციის საკითხი არანაკლებ მნიშვნელოვანი.
კივიტას გეორგიკას ამ პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს დეცენტრალიზაციის პროცესს და ადგილობრივი არჩეული თუ დანიშნული მოხელეების პროფესიონალური დონის ამაღლებას, რომ მათ შეძლონ საკუთარი საქმიანობის ეფექტურად განხორციელება, შეასრულონ საზოგადოების მობილიზატორის და ადგილობრივი ინტერესების დამცველის როლი.
|